fbpx

კომპანია „ასკანელი ძმები“ არ წარმოადგენს აღნიშნული რაგბის კლუბის სპონსორს-,,მთავარი არხის ,,მორიგი სიცრუე

კომპანია „ასკანელი ძმები“ ეხმაურება 05 ივლისს, ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერში გაჟღერებულ ინფორმაციას.

გადაცემაში „მთავარი აქცენტები“, წამყვანმა ნიკა გვარამიამ და მისმა ერთ-ერთმა სტუმარმა მაყურებელს მიაწოდა ინფორმაცია

რომ გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის საქმეში ფიგურირებენ პირები, რომლებიც წარმოადგენენ რაგბის კლუბ „ასკანელებს“,

ხოლო დამატებით აღნიშნეს რომ კლუბი „ასკანელები“ დაკავშირებულია კომპანია „ასკანელ ძმებთან“ და მის დამფუძნებლებთან.

თავდაპირველად გსურს ღრმა მწუხარება გამოვხატოთ ახალგაზრდა გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ვუსამძიმრებთ მის ოჯახს და ახლობლებს.

გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ რომ არც კომპანია „ასკანელ ძმებს“ და არც მის დამფუძნებლებს არავითარი სამართლებრივი კავშირი არა

აქვთ რაგბის კლუბ „ასკანელებთან“. მათ შორის კომპანია „ასკანელი ძმები“ არ წარმოადგენს აღნიშნული რაგბის კლუბის სპონსორს.

ჩვენთვის გაურკვეველი და გულდასაწყვეტია თუ რატომ ხდება არასწორი ინფორმაციის გავრცელებით ქართული ღვინის მწარმოებელი ერთ – ერთ წარმატებული კომპანიის

პირდაპირ თუ ირიბად დაკავშირება ამ ტრაგიკულ ამბავთან.

გარდა ზემოაღნიშნული არასწორი ინფორმაციის გავრცელებისა, ერთ – ერთი რესპონდენტის მიერ ხელ – ახლა გაჟღერდა ბრალდება რომ თითქოს „ასკანელი ძმები“

ჩართულია სპირტით არალეგალურ ვაჭრობაში, ჩვენს კომპანიას დაარსების დღიდან სპირტის რეალიზება არ განუხორციელებია და ეს მარტივად გადასამოწმებელი ფაქტია.

ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ადგილი აქვს მხოლოდ გადაუმოწმებელი ფაქტების გავრცელებას და სიმართლესთან არავითარი კავშირი არ აქვს.

გაუზიარე!

Shares