fbpx

კოვიდ 19-ის ვაქცინის იმუნიზაციის მარათონში ბაღდათის მუნიციპალიტეტიც ჩაერთო

კოვიდ 19-ის ვაქცინის იმუნიზაციის მარათონში ბაღდათის მუნიციპალიტეტიც ჩაერთო კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის იმუნიზაციის პოპულარიზაციის მიზნით, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერსათის სმბულატორიაში დღეს ვაქცინაციის კამპანია მოეწყო. ვაქცინაციის მსურველებს შესაძლებლობა ქონდათ, ადგილობრივად, სოფლიდან გაუსვლელად, მობილური ამცრელი ბრიგადების საშუალებით მათთვის სასურველი ვაქცინა გაეკეთებინათ. ვაქცინაციის კამპანიის მიზანია, სოფლად მცხოვრები 50 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის ადგილზე აცრა, რაც თავის მხრივ, ავადობის შემცირებასა და შესაძლო გართულებების თავიდან აცილებას განაპირობებს. სწორედ ამ ასაკის მოსახლეობისთვის მუშაობს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით მიღებული ფულადი წახალისების პროგრამა, რომელიც პირველ აცრაზე 200 ლარის, ხოლო, დამატებითი, ე.წ. ბუსტერ დოზით აცრის შემთხვევაში 100 ლარის მიღებას გულისხმობს. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინიციატივით ქვეყნის ყველა რეგიონის სოფლებში ვაქცინაციის კამპანია აქტიურად მიმდინარეობს. კამპანია გაგრძელდება და საბოლოოდ, მოიცავს ყველა იმ ლოკაციას, სადაც ამ ასაკის მოსახლეობის აცრის მაჩვენებელი განსაკუთრებით დაბალია. ვაქცინაციის კამპანიის ორგანიზებასა და საჭიროების შემთხვევაში სოფლების ამცრელი ბრიგადითა და ვაქცინით უზრუნველყოფას სამინისტროს ააიპ საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგი ახორციელებს. პროცესში აქტიურად არიან ჩართული ადგილობრივი თვითმმართველობები. ვაქცინაციის მიმდინარეობას ადგილზე ეცნობიან სამინისტროს, სამხარეო ადმინისტრაციისა და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება