fbpx

კოვიდ 19-თან ორთვიანი ბრძოლის შემდეგ, მორაგბეთა ნაკრების მწვრთნელი სამხრეთ აფრიკიდან სამშობლოში დაბრუნდა

კოვიდ 19-თან ორთვიანი ბრძოლის შემდეგ, ლევან მაისაშვილი სამხრეთ აფრიკიდან სამშობლოში დაბრუნდა.

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მთავარ მწვრთნელს კორონავირუსი სამხრეთ აფრიკასთან სტუმრად გამართული მატჩის შემდეგ დაუდასტურდა.

ეს შეხვედრა 2 ივლისს გაიმართა. ამის შემდეგ, მაისაშვილი მდგომაროება დამძიმდა და ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ლევან მაისაშვილს ფილტვები ჰქონდა დაზიანებული და მისი მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო, რომ სიცოცხლისათვის იბრძოდა. 15 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ მან პირადად შეძლო კომუნიკაცია რაგბის კავშირის წარმომადგენლებთან.
დღეს ის საქართველოში დაბრუნდა, აეროპორტში კი მას მორაგბეები, მეგობრები, ოჯახის წევრები და გულშემატკივრები დახვდნენ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება