fbpx

კოვიდკლინიკებში დასაქმებული ექთნების ხელფასი 1400-დან 1600 ლარამდეა, სანიტრების – 800 ლარამდე, ექიმების კი 5 000-ს ლარს აღემატება-ტიკარაძე

მედპერსონალი უზრუნველყოფილია სამედიცინო ჰოლდინგის მხრიდან, არის კვალიფიციური მედპერსონალი, რომელსაც აქვთ შესაბამისი გამოცდილება და მათ ეს არ გაუჭირდებათ. საველე ჰოსპიტალს კიდევ უფრო გავაძლიერებთ. დიდი სიამოვნებით ჩავრთავთ მოხალისეებს და ასევე, ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია წითელ ჯვართან, რომელიც თავისი აქტივისტებითა და მოხალისეებით ჩაერთვება პაციენტების მართვაში“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ

=

„მე დავინტერესდი, არა მხოლოდ თბილისის მასშტაბით, არამედ რეგიონების მასშტაბით, რამდენად ერთგვაროვანი იყო მიდგომა იმასთან მიმართებაში თუ როგორია სამედიცინო პერსონალის ანაზღაურება. არის დადგენილება, რომელიც დაახლოებით ერთი წლის წინ არის გამოცემული, რომელიც უზრუნველყოფს და განსაზღვრავს საექიმო პერსონალის და ასევე საექთნო პერსონალის და ზოგადად კლინიკებში დასაქმებული ყველა ადამიანის სახელფასო ანაზღაურებას. გამოიკვეთა, რომ ერთი ექთნის ხელფასი დღესდღეობით არის 1400-დან 1600 ლარამდე, ვინც დასაქმებულია კოვიდკლინიკებში. სანიტრების ხელფასი არის 600-დან 800 ლარამდე. ექიმების ხელფასი აღემატება 5 000-ს ლარს. იმ გარემოებების გათვალისწინებით თუ რა იყო მათი ხელფასები კოვიდის წინა პერიოდში, რა თქმა უნდა, ეს არ არის ცუდი ანაზღაურება, თუმცა ასევე, შეიძლება, განვიხილოთ დანამატების კიდევ ზრდა და მენეჯმენტის გამართვა“, – განაცხადა  ტიკარაძემ

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება