fbpx

კოვიდინფექციის დაფიქსირების გამო, საბურთალოს რაიონში, ერთ-ერთი კორპუსი იზოლაციაში მოაქციეს

კოვიდინფექციის დაფიქსირების გამო, საბურთალოს რაიონში, ერთ-ერთი კორპუსი იზოლაციაში მოაქციეს. გასაგები მიზეზით, მისამართს ვერ ვასახელებთ.

​როგორც „პრაიმტაიმს“ უყვებიან, ვირუსი შუახნის კაცს აღმოაჩნდა, რომელსაც უამრავ ადამიანთან ახლო კონტაქტი ჰქონდა.

„კორონავირუსი შუახნის კაცს აღმოაჩნდა, რომელიც ერთ-ერთ საჯარო სამსახურში მუშაობს. დაინფიცირების წყარო მისთვის უცნობია.

მან ვირუსი 95 წლის დედას და შვილს გადასდო. ასევე, შეხება ჰქონდა უამრავ ადამიანთან – იყო რამდენიმე მაღაზიაში, აფთიაქში, სამეზობლო წრეში.

უბანში ამბობენ, რომ კორპუსი ჩაკეტეს და მეზობლები კარანტინში გადაჰყავთ, რადგან ინფიცირებული კაცის ოჯახის წევრებსაც ბევრ ადამიანთან ჰქონდათ ურთიერთობა“, – გვიყვება ინფორმირებული პირი.2020-05-28ბასილაშვილის საქმეზე, შესაძლოა, მსოფლიოს N1 ჩოგანი დაკითხონ – რა ინფორმაციას ფლობს ჯოკოვიჩი

„პრაიმტაიმმა“ აღნიშნული ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში გადაამოწმა.

ამირან გამყრელიძის განმარტებით, კორპუსი იზოლაციაში მოქცეული არ არის, თუმცა, მაცხოვრებლების ლაბორატორიული კვლევა მიმდინარეობს.

„გუშინ ერთ-ერთი Covid-დადასტურებულის კონტაქტების კვლევა მიმდინარეობს, რომელიც ხვალაც გაგრძელდება.

კორპუსი იზოლაციაში მოქცეული არ არის, აღებულია სინჯები და ლაბორატორიული კვლევა მიმდინარეობს. დამატებითი ინფორმაცია ხვალ გახდება ცნობილი“, – გვითხრა გამყრელიძემ.

დღეისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 746 ადამიანს შეადგენს წყარო პრაიმ-თაიმი

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება