fbpx

“კობი- გუდაურის”დასკვნა. მანიაკს ჩამოშლილი აქვს ნერვული სისტემა!

ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში პატიმარი სააკაშვილის უკრაინაში გადაყვანის მოთხოვნის თემას ეხმაურება.

“კაცო, რა ვერ გაიგეთ?!

სააკაშვილი არის დამნაშავე, მსჯავრდებული და მის სადმე გადაყვანას არავინ აპირებს, რადგან ორგანული არაფერი აწუხებს!

როგორც მისი ადვოკატი გელბახიანი ამბობს, მანიაკს ჩამოშლილი აქვს ნერვული სისტემა!

და მაგ ნანგრევებში გორაობს!

“გამნაღმველი” დოქტორი კობი ხომ ჩამოიყვანეთ?! ახლა “დამნაღმველი” დოქტორი გუდაური სცადეთ!

მერე ორივე ერთად დაჯდება და დაწერს “კობი-გუდაურის დასკვნას”!

ოღონდ, ისე არ ქნათ, რომ დასკვნის გამოქვეყნების დროს ეგ მონაკვეთი დაკეტილი იყოს!

თქვენი შექანებული დააწყნარეთ და უთხარით, რომ პატიმრობას უნდა შეეგუოს!

და მადაც დაუბრუნდება”! წერს ბონდო მძინარაშვილი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება