კობა კობალაძემ და შპს. ‘’ლუკოილ- ჯორჯიას’’ წარმომადგენლებმა მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე პირადად მიულოცეს და საჩუქრები გადასცეს

ფაშიზმზე გამარჯვების 80 წლისთავთან დაკავშირებით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ და შპს. “ლუკოილ -ჯორჯიას” წარმომადგენლებმა, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს—100 წლის ვახტანგ ადამაშვილს, 97 წლის ეთერ ბრაჭულსა და 101 წლის არსენა აბხაზიშვილს გამარჯვების დღე პირადად მიულოცეს, ფაშიზმის დამარცხებაში გაწეული ღვაწლისთვის მათ მიმართ მადლიერება და პატივისცემა კიდევ ერთხელ გამოხატეს და საჩუქრები გადასცეს.
ვეტერანებს გადაეცათ, როგორც ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სიმბოლური საჩუქრები, ასევე, შპს “ლუკოილ- ჯორჯიას” მიერ სპეციალურად, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებისთვის მომზადებული სასაჩუქრე კალათები.
აღსანიშნავია, რომ შპს. ‘’ლუკოილ-ჯორჯიამ,’’ თბილისში მცხოვრები მეორე მსოფლიო ომის ყველა ვეტერანისთვის მოამზადა სასაჩუქრე კალათები, რომლებიც სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა, ბენეფიციარებს პირადად გადასცეს.
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური მადლობას უხდის შპს. “ლუკოილ- ჯორჯიას” მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა დაფასებისა და მხარდაჭერისთვის.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ფაშიზმზე გამარჯვების 80 წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები, ფულადი, სოციალური დახმარების სახით, 2000 ლარს მიიღებენ, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები,კერძოდ,მეორე მსოფლიო ომში დაღუპულის მეუღლე და დაბადებიდან შშმ შვილი, რომლებიც ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მონაცემთა ბაზაში არიან რეგისტრირებულნი,1000 ლარს.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება