fbpx

კიდევ მაგრად უძლებს ეს ქვეყანა და ხალხი დაწყევლილი პრეზიდენტის სკამის თუ ინსტიტუტის ხელში!

როგორც ჩანს პრეზიდენტის სკამი თუ ინსტიტუტი, საქართველოში დაწყევლილია: პირველ პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია, სამხედრო გადატრიალების გზით ჩამოაგდეს და საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა(დიდი ალბათობით მოკლეს). მეორე პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე რევოლუციის შედეგად გადადგა. მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილმა სხვა ქვეყნის, უკრაინის მოქალაქეობა მიიღო, მერე თავის “ყოფილ ქვეყანაში” შემოიპარა/შემოაპარეს-დღეს დღეობით კი ციხესა და საავადმყოფოს შორის “მოგზაურობს.” ურეიტინგო, მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, ძირითადად არაფხიზელ მდგომარეობაშია, ტელევიზიებიც იმ შემთხვევაში იწვევენ, როცა საეთერო ბადე აქვთ შესავსები. ყველასთვის, სახელისუფლებო და ოპოზიციური პარტიებისთვის მიუღებელი, მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილს საქართველოში რეიტინგი საერთოდ არა გააჩნია (ეჭვი მეპარება არც უცხოეთში): საზოგადოებას დაამახსოვრდება უცნაური, გაუგებარი და უმადური განცხადებებით, პირადი
და მისი შვილების გამორჩენის მიზნით გადადგმული ნაბიჯებით. …უჰჰ, კიდევ მაგრად უძლებს ეს ქვეყანა და ხალხი დაწყევლილი პრეზიდენტის სკამის თუ ინსტიტუტის ხელში!წერს ანალიტიკოსი ლევან ნიკოლეიშვილი

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება