fbpx

კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მედიის წარმომადგენლებს 100 მეტრის მიღმა ნუ შეაწუხებენ მოქალაქეებს – შალვა პაპუაშვილი

საარჩევნო პროცესი მიმდინარეობს მშვიდ გარემოში, მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს მოქალაქეებს აქტიურობისთვის, იცით რომ უკვე გამოცხადდა 10 საათისთვის მოქალაქეების აქტივობა და საკმაოდ დამაკმაყოფილებელი რიცხვები გვაქვს. ყველას მოგიწოდებთ კიდევ ერთხელ ჩვენს პლატფორმაზე elections2021.ge შეხვიდეთ, სადაც როგორც აქტივობასთან, ისე ინციდენტთან დაკავშირებით ნახავთ ინფორმაციას“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

შალვა პაპუაშვილმა მედიის წარმომადგენლებს თხოვნით მიმართა, 100 მეტრის მიღმა არ შეაწუხონ მოქალაქეები, რადგან მისივე თქმით, მედიის მხრიდან რამდენიმე საარჩევნო უბანთან აჟიოტაჟის გამოწვევა დაფიქსირდა:

„ზოგადი შეფასების სახით მინდა გითხრათ, რომ რასაც ჩვენ ვაკვირდებით არის ერთი ტენდენცია, რაც გამოიკვეთა, რომ განსაკუთრებით მედიის მხრიდან აჟიოტაჟის გამოწვევა უბნებთან. ვხედავთ სხვადასხვა მედიასაშუალებებს, როგორ დასდევენ სხვადასხვა მოქალაქეებს უბნებთან, უბნისგან მოცილებით. ორი საკითხია აქ მნიშვნელოვანი. პირველი, იცით რომ საარჩევნო რეფორმის შედეგად შემოღებულ იქნა 100 მეტრიანი შეზღუდვის რადიუსი, აქედან გამომდინარე მედიის წარმომადგენლებს მინდა ვთხოვო, 100 მეტრის მიღმა არ შეაწუხონ მოქალაქეები, იქნებიან ეს პარტიული აქტივისტები, ამომრჩევლები, უბრალო მოქალაქეები. არსებობს 100 მეტრიანი რადიუსი და ყველამ როგორც მოქალაქეებმა, ისე მედიამ უნდა ვცეთ ამ რადიუსს პატივი. 100 მეტრის იქით ყველას აქვს უფლება, მათ შორის შესაძლებლობა არის, რომ მოახდინონ ამომრჩევლების მობილიზება. ამიტომ, კიდევ ერთხელ ყველას მოვუწოდებ, მედიის წარმომადგენლებს 100 მეტრის მიღმა ნუ შეაწუხებენ მოქალაქეებს,“ – აღნიშნა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილმა ამ დროისთვის დაფიქსირებულ დარღვევებზე დეტალურად ისაუბრა და განაცხადა, რომ მოსახლეობას დამატებით ინფორმაციას პერიოდულად მიაწოდებს.

აგრეთვე, შალვა პაპუაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის ანა წითლიძის ბრიფინგს გამოეხმაურა, სადაც წითლიძე კერძო კომპანია „ვეგასის“ წარმომადგენლებზე საუბრობდა, რომლის თანახმად მათ დავალებული აქვთ გარკვეული კარუსელის მომზადება. შალვა პაპუაშვილმა აღნიშნული ინფორმაცია უარყო და განაცხადა, რომ ამ ადამიანებს საარჩევნო დღესთან და „ქართულ ოცნებასთან“ არანაირი კავშირი არ აქვთ

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება