fbpx

კვლევის შედეგების მიხედვით, კახა კალაძე პირველივე ტურში დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს არჩევნებში-მიხეილ სარჯველაძე

უმრავლესობის წევრის მიხეილ სარჯველაძის განცხადება

გვსურს საზოგადოებას გავაცნოთ პარტიის სოციოლოგიური ჯგუფის მიერ თბილისში ჩატარებული მორიგი კვლევის შედეგები.

სოციოლოგიური კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 21-დან 25 აგვისტოს ჩათვლით, პირისპირ გამოკითხვის მეთოდით. კვლევის ფარგლებში გამოიკითხა 2958 რესპონდენტი, საიდანაც ფავორიტი პარტია გამოკითხულთა 79,2 პროცენტმა დაასახელა. ცდომილების ზღვარი გახლავთ 3 პროცენტი.

პირველ რიგში, წარმოგიდგენთ პარტიული რეიტინგების შეწონილ მონაცემებს. კითხვაზე, „ხვალ რომ ადგილობრივი არჩევნები გაიმართოს, რომელ პოლიტიკურ პარტიას მისცემდით ხმას“, პასუხები შემდეგი სახით განაწილდა:

ქართული ოცნება47,4
ნაციონალური მოძრაობა25,2
გირჩი – მეტი თავისუფლება4,9
საქართველოსთვის4,7
მოქალაქეები3,2
ლელო2,4
პატრიოტთა ალიანსი1,9
ევროპული საქართველო1,8
სტრატეგია აღმაშენებელი1,7
გირჩი1,1
ლეიბორისტული პარტია0,7
ერთიანი საქართველო0,7
სხვა პარტიები4,3

ამ მონაცემებით, თბილისის საკრებულოს წევრთა 40 მანდატი პარტიებს შორის შემდეგი სახით განაწილდებოდა:

·         „ქართული ოცნება“-  22 მანდატი

·         „ნაციონალური მოძრაობა“- 12 მანდატი

·         „გირჩი – მეტი თავისუფლება“, „საქართველოსთვის“ და „მოქალაქეები“- 2-2 მანდატი

შესაბამისად, თუ არჩევნები ამ შედეგებით დასრულდება, „ქართული ოცნებისა“ და კახა კალაძის გუნდი თბილისის საკრებულოში, მაჟორიტარების ჩათვლით, მყარ უმრავლესობას მოიპოვებს.

ასევე, წარმოგიდგენთ თბილისის მერობის კანდიდატების შეწონილ რეიტინგებს. კითხვაზე, „ხვალ რომ თბილისის მერის არჩევნები ტარდებოდეს, რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას“, პასუხები შემდეგი სახით განაწილდა:

კახა კალაძე60,1
ნიკანორ მელია29,2
სხვა კანდიდატები10,7

როგორც ხედავთ, კვლევის შედეგების მიხედვით, კახა კალაძე პირველივე ტურში დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს არჩევნებში.

გამოვთქვამთ იმედს, რომ სუსტი ელექტორალური მხარდაჭერის მიუხედავად, რადიკალურ ოპოზიციას ეყოფა კეთილგონიერება და არ მიმართავს პროვოკაციებსა და დესტრუქციულ ქმედებებს, რისი მომსწრეც ქართული საზოგადოება პრაქტიკულად ყველა წინა არჩევნების დროს არაერთგზის გამხდარა.

ასევე, იმედი გვაქვს, რომ შეწყდება საუბრები არჩევნების გადადებაზე, რაც, უსათუოდ, ოპოზიციის მიერ საარჩევნო კაპიტულაციის წინასწარ გამოცხადებად იქნება აღქმული.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება