fbpx

კვირაცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ნაბაკევის ადმინისიტრაციულ ერთეულში, ჯვარცმის მინდორზე, ტრადიციულად სახალხო დღესასწაული გაიმართა

სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, კვირაცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ნაბაკევის ადმინისიტრაციულ ერთეულში, ჯვარცმის მინდორზე, ტრადიციულად სახალხო დღესასწაული გაიმართა. შეჯიბრებები მოეწყო მკლავჭიდსა და ქართულ ჭიდაობაში. დღე ლელო ბურთით დაგვირგვინდა. 🤝🏻მკლავჭიდში საპრიზო ადგილების მფლობელები გახდნენ 🥇 გოგა რუხაძე 🥈გურამ ხუჭუა 🥉პავლე ფესვიანიძე. 🤼ქართულ ჭიდაობაში გამარჯვებულები არიან 🥇დავით ბაღდავაძე 🥈გიორგი ჩხარტიშვილი 🥉პავლე ფესვიანიძე 🤾დღის ბოლოს გამართულ ლელო ბურთზე, ბურთი ტრადიციულად წმინდა მღვდელმოწამე ნაზარი ლეჟავას სახელობის ტაძრის წინამძრვარმა, დეკანოზმა რომანოზმა (ნინუა) ააგდო. 🤾ერთმანეთს ნინუაკუთხის და ნაბაკევის გუნდები ეჯიბრებოდნენ. ლელო ბურთის გამარჯვეული ნაბაკევი გახდა. გამარჯვებულებს მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ფულადი ჯილდოები და ფასიანი საჩუქრები გადაეცათ. დაჯილდოვების ცერემონიალზე, პრიზიორებს ჯილდოები და შესაბამისი სიგელები მუნიცუპლაიტეტის მერმა, დავით ბახტაძემ, მოადგილეებმა ვლადიმერ ზაქრაძემ, გია მეიშვილმა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლება გადასცეს. დავით ბახტაძე -,,ტრადიციებზე დაფუძნებული მასობრივი სპორტის განვითარება ჩვენი პრიორიტეტია. თაობიდან თაობამდე გადაცემული ლელობურთი დავიწყებას არ მიეცემა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას შეუწყობს ხელს. ხედავთ, რომ ბევრი ადამიანია ინტერესით შეკრებილი. მათ შორის, ბევრი ყველასათვის საყვარელი და ცნობილი სტუმარი გვყავს. ჩვენის მხრივ ყველანაირი პირობა შეიქმნება, რათა მსგავსი დღესასწაულების მასშტაბები კიდევ უფრო გაიზარდოს

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება