fbpx

კელი დეგნანი: კონგრესმენების წერილი არ მინახავს, მაგრამ ჩემი მხრიდან გეტყვით, რომ საქართველოსთან პარტნიორობა არასდროს ყოფილა ასეთი ძლიერი

მე კონგრესმენების წერილს არ გავცნობივარ, ვინაიდან დღეს დილიდან გორში ვიყავი, თუმცა გეტყვით, რომ რამე სახის წერილი ნიშნავს იმას, რომ საქართველოში არსებულ სიტუაციას აკვირდებიან, ზრუნავენ და საქართველო მათთვის მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა განაცხადა.ჩემი მხრიდან გეტყვით, რომ ჩვენთვის საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა უმნიშვნელოვანესი და უმთავრესია. წლების მანძილზე ძალიან ნაყოფიერი თანამშრომლობა გვქონდა სხვადასხვა მიმართულებით. ასევე მინდა მაგალითად მოვიყვანო კორონავირუსთან დაკავშირებული თანამშრომლობა, როდესაც მთავრობამ ძალიან ეფექტურად იმუშავა ვირუსის მართვის კუთხით და ამ პრობლემების გადალახვის შედეგად ქვეყანას ეკონომიკის განვითარებაზე მუშაობის შესაძლებლობა აქვს. ვეძებთ ახალ გზებს, რათა გავაფართოვოთ ეს თანამშრომლობა.

მე წარმოვადგენ აღმასრულებელ ხელისუფლებას, კონგრესმენები კი საკანონმდებლო შტოს, თუმცა ჩვენი საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა არასოდეს ყოფილა ისეთი ძლიერი, როგორიც დღეს არის“, – განაცხადა დეგნანმა.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლობითი პალატის რესპუბლიკურმა კვლევის კომიტეტმა (RSC) აშშ-ს გაძლიერებისა და გლობალურ საფრთხესთან ბრძოლის ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც საქართველოზეც არის საუბარი. ანგარიშში ნათქვამია, რომ ივანიშვილი რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დესტაბილიზაციაშია ჩართული.

გაუზიარე!

Shares