fbpx

კელი დეგნანი არახამიას განცხადებებზე: საქართველოს ხელისუფლებამ გასცა პასუხი ამ ბრალდებებს, ხოლო ბატონ ​არახამიას არანაირი მტკიცებულებები არ წარმოუდგენია

საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, საკითხები, რომლებზეც უკრაინის მმართველი პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით არახამიამ ისაუბრა, არა მედიის მეშვეობით, არამედ უკრაინასა და საქართველოს შორის დიპლომატიური არხებით უნდა განიხილებოდეს.

„ეს არის ძალიან სერიოზული ბრალდება. აქამდეც მითქვამს, რომ ასეთი ტიპის საუბრები უნდა მიმდინარეობდეს მთავრობებს შორის და არა მედიის მეშვეობით. საქართველოს ხელისუფლებამ გასცა პასუხი ამ ბრალდებებს, ხოლო ბატონ ​არახამიას არანაირი მტკიცებულებები არ წარმოუდგენია. მოვუწოდებ მათ, განიხილონ ეს საკითხი ორმხრივ დონეზე, დიპლომატიური არხებით. ვიმეორებ, საქართველოსა და უკრაინას შორის ასეთი გადაუჭრელი დისკუსია მხოლოდ რუსეთისთვისაა სასარგებლო. უკრაინა იბრძვის თითოეული ქალაქისა და თითოეული სიცოცხლისთვის, ახლა არაა იმის დრო, რომ უკრაინა და საქართველო ერთმანეთს უპირისპირდებოდნენ. ახლა საჭიროა, რომ ორივე ქვეყანა მათი საერთო ოკუპანტის წინააღმდეგ გაერთიანდეს“, – განაცხადა დეგნანმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება