fbpx

კახი კალაძე, წლების მერე აგვარებს თქვენს მიერ შექმნილ პრობლემებს-,,ოლიმპიური ვარსკვლავის,,დაზარალებულთა ჯგუფი

,,ოლიმპიური ვარსკვლავის“ დაზარალებულთა საინიციატივო ჯგუფი მთავარ არხს პასუხობს-მთავარი არხი • Mtavari Arkhiერთიანი ნაციონალური მოძრაობა | United National Movement თქვენ, როგორც ერთიან პოლიტიკურ პლატფორმას, გაქვთ სიტყვის ძალაუფლება, ანუ ბერკეტი საიმისოდ, რომ გავლენა მოახდიბოთ საზოგადოების გარკვეულ ნაწილზე და მართოთ პროცესები. დიახ, ეს არის ძალაუფლების ნაირსახეობა და მიტომაც გეძახიან მეოთხე ხელისუფლებას, მაგრამ როგორც ყველა სხვა ძალაუფლება და რესურსი, ესეც ამოწურვადია, თუ დაკარგავთ თქვენი სიტყვის ნდობის ძალას. ამ მარტივ ჭეშმარიტებას აგიხსნით ჩვენს მაგალითზე.ჩვენთან, ი ბ ა ,,ოლიმპიური ვარსკვლავის“ 350-ზე მეტ დაზარალებულ ოჯახში, უკვე ბევრჯერ უყურეს, რომ თქვენი ტელევიზია მიდის მხოლოდ იქ, სადაც არის ნეგატივი და ტყუილი.

თქვენი ჟურნალისტები აშუქებენ მხოლოდ იმ ადამიანების პოზიციას, ვინც ამდენი დაზარალებულის ერთადერთი იმედის, მშენებლობის პროცესის წინააღმდეგები არიან და არასოდეს არ ინტერესდებით იმით, რის ფასად დაგვიჯდა ჩვენ, დაზარალებულებს ამ მშენებლობის განახლება, რა გადავიტანეთ და რა ბრძოლებში ვართ ახლაც! არადა ისევე როგორც მთელს საზოგადოებაში, ასევე ჩვენს შორისაც არიან თქვენი მაყურებლები, თქვენი იდეური მხარდამჭერები, რომლებიც თავად ხედავენ რეალობას, მერე ადარებენ თქვენს ქმედებას და გამოაქვთ დასკვნები. სწორედ მათ უცრუებთ იმედს, მათი ნდობის დაკარგვით ხარჯავთ თქვენს რესურსს, ახალი ნდობის მოპოვებაზე ხომ ზედმეტია საუბარი!სიუჟეტი რომელიც თქვენ გააკეთეთ და გაუშვით ეთერში ,,ოლიმპიური ვარსკვლავის“ მშენებარე ობიექტთან დაკავშირებით, ეხება ასობით ოჯახის სასიცოცხლო ინტერესს, 11 წლის წინ გაჩერებული მშენებლობის განახლების პროცესს, რომელზეც ბევრი ჩვენთაგანი სიცოცხლე და ოჯახის მომავალია დამოკიდებული! თქვენ ეს ინტერესი გამოიყენეთ პოლიტიკური მიზნებისთვის, თქვენი პოლიტიკური ხელმძღვანელობის საამებლად და ეს არის ძალიან არასწორი და არაპატიოსანი საქციელი თქვენის მხრიდან!

სწორედ იმის გამო, რომ ჩვენს შორის არიან სხვადასხვა პოლიტიკური მოსაზრებების ადამიანები, ჩვენ შეგნებულად ვთქვით უარი პოლიტიკურ დისკუსიებზე დაზარალებულებს შორის და ყველა გავერთიანდით ერთი მიზნისთვის ჩვენი ქონების გადარჩენისთვის. ჩვენ ეს შევძელით, ვიბრძოლეთ, ვიშრომეთ, მივაღწიეთ შედეგს და ახლა დავდექით იმ ფაქტის წინაშე, რომ თქვენი პოლიტიკური მიზნების გამო, გარედან შემოგაქვთ ნეგატივი და ტყუილი ჩვენს ისედაც დიდ პრობლემაში. თქვენ ეხებით უამრავი ოჯახის ბოლო იმედს, მშენებლობის პროცესს და რატომღაც გგონიათ, რომ დარჩებით უპასუხოდ!,,ოლიმპიური ვარსკვლავის” თემის გამოყენება თქვენი პოლიტიკური პლატფორმის პიარ- ინტერესებისთვის არის ძალიან წამგებიანი ნაბიჯი. თქვენი ხელისუფლების პერიოდში და მისი მტაცებლური პოლიტიკის ხელშეწყობით, რეპრესიების შედეგად დაინგრა და განადგურდა კომპანია, რომლის პრობლემებშიც მოვყევით ჩვენ, ასობით დაზარალებული, რომელთა ბედზეც თქვენ არ გიფიქრიათ მაშინ, როცა შეგეძლოთ დაგვხმარებოდით და თქვენი ხელისუფლების დროს, თქვენი ხელშეწყობით და თქვენი პოლიტიკის გამო შექმნილი პრომლემები მოგეგვარებინათ თავად! კახი კალაძე, წლების მერე აგვარებს სწორედ თქვენს მიერ შექმნილ პრობლემებს და ამისთვის სამართლიანად იმსახურებს ათასობით ოჯახის, მათ შორის ჩვენი ობიექტის 350 ოჯახის მადლიერებას! გაგეკეთებინათ თქვენც იგივე, რასაც კალაძე აკეთებს დღეს დაუსრულებელი მშენებლობებისთვის, როცა ხელში განუსაძღვრელი ძალაუფლება გქონდათ, დაგიშალათ ვინმემ?

ჩვენ, ამხანაგობის წევრებმა სამართლებრივად ჯავრი ვიყარეთ ამხანაგობის თავმჯდომარეზე, ზაზა რაზიკაშვილზე, დღეს ის სასჯელს იხდის, მაგრამ იმ სამართალმა, რაც მის წინააღმდეგ გამოიყენეთ, მოგვაკითხა ათასობით ოჯახს და შეცვალა ჩვენი ცხოვრებაც. ამიტომ შეგახსენებთ რა უყავით მას:წაართვით მიწა სააკაძის მოედანზე, რომელიც დაათმობინეთ საბურთალოს ქუჩის გაფართოებისთვის, დაუშალეთ პროექტი და ასეთი ზარალით შეატოვეთ მოსახლეობას!ტელევიზიით, პირდაპირ ეთერში გაეცით ბრძანება ორთაჭალის ობიექტის დანგრევის შესახებ!წაართვით მიწა გონიოში და დაუშალეთ პროექტი, რომელზეც სასამართლო პროცესი ახლაც მიმდინარეობს.კონკრეტულად ჩვენს ობიექტზე, ნაცვლად იმისა, რომ რაიმე საშეღავაღო რეჟიმით ხელი შეგეწყოთ მშენებლობის განახლებისთვის და ქუჩაში არ დაგეტოვებინეთ, დაიწყეთ ღია მტაცებლობა – ზაზა რაზიკაშვილს მოთხოვეთ დაეთმო ობიექტიექტი, გადაეცა ის თქვენს მიერ შექმნილი კომპანია ,,დექსუსისთვის“, რომელიც აპირებდა ამხანაგობაში შემოსულიყო ჩვენს გასაძარცვად, ითხოვდით ყველა ჩვენგანს კვადრატულ მეტრზე 350 დოლარი დაგვემატებინა, ამ გზით გენახათ მოგებაც და თავისუფალი ფართები დაგესაკუთრებინათ. როდესაც მიიღეთ უარი, აი მაშინ დაიწყეთ დევნა. შემოუშვით ოფისში ქურდები, წააღებინეთ დოკუმენტაცია (ეს საქმე დღემდე გაუხსნელია ) , შემდეგ შეუშვით იქ საგადასახადო სადამსჯელო ბრიგადა, რომელმაც 37 მილიონი ჯარიმა დაადო ჩვენს მშენებლობას და ასე დაგვისამარა ყველა იმედი! ყველა ეს თემები კარგად შუქდებოდა მაშინ მედიის საშუალებით და თქვენ თუ დაგავიწყდათ ჩვენ ყველას და საზოგადოებას გვახსოვს კარგად!

წლებია ვიბრძვით, ვწვალობთ თქვენი დატოვებული მემკვიდრეობის გამოსასწორებლად და დღეს, ქალაქის მერიის, უშუალოდ კახი კალაძის და ილია ელოშვილის თანადგომით და მონაწილეობით, ათასობით ოჯახი იმედით შევყურებთ დაწყებულ მშენებლობას და არავის მივცემთ უფლებას ეს ბოლო იმედი წაგვართვას, ან თავისი ინტერესებისთვის გამოიყენოს!ახლა რაც შეეხება ჩვენს მეზობლად მდებარე 5 სართულიან სახლებს, რომელთა ბედი და ზარალი თითქოს ძალიან გაღელვებთ. ეს სახლები უკვე დიდი ხანია ვადაგასული ნაგებობებია. ქალაქის მერიაში დიდი ხანია მსჯელობენ ამ კორპუსების მაგიერ ახალი მშენებლობის დაწყებაზე, ინვესტორების მოძიებაზე და ამ გზით მათი საცხობრებელი პირობების გაუმჯობესებაზე. ინვესტორები თავადაც აკითხავენ ამ კორპუსებს. დღეს თუ ხვალ იქაც შევლენ მშენებლები, ისე, როგორც ჩვენთან შემოვიდნენ და ახლა მათი მშენებლობიდან ამოსული მტვერი შეაწუხებს სხვა სახლების მობინადრეებს. ასეთია ქალაქის ცხოვრების წესი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ერთმანეთს პროვოკაციები მოვუწყოთ და სასიცოცხლო ინტერესები გადავუკეტოთ! სამშენებლო პროცესის დაწყებიდან დღემდე, ამ კორპუსის რამდენიმე მობინადრეს აქვს პრეტენზია ჩვენს მშენებლობასთან. ჩვენ ჩვენს ტერიტორიაზე ვაწარმოებთ მშნებლობას ყველა საჭირო დოკუმენტის მიხედვით, არაერთხელ ჩატარებული ექსპერტიზის მიხედვით. წლების წინ გვქონდა დავა მერიაში და გადაწყდა ჩვენს სასარგებლოდ.

ქალაქის მერიამ დაგვავალდებულა ჩაგვეტარებინა რამდენიმე გამაგრებითი ღონისძიება მეზობელი კორპუსების მხარეს და ჩვენმა ინვესტორმა კომპანიამ, ობიექტზე შემოსვლისთანავე, პირველ რიგში ჩაატარა სწორედ ეს გამაგრებითი სამუშაოები, რათა უზრუნველეყო მეზობელი კორპუსის უსაფრთხოება და შემდეგ გადავიდა ძირითად სამუშაოებზე. ძალიან შთამბეჭდავია ბზარები საცხოვრებელი ბინების კედლებზე და ძალიან სამწუხარო, მაგრამ როგორც აღვნიშნეთ არავინ იცის თუ რა დროს , რა პერიოდში გაჩნდა ეს ბზარები, როგორც აღვნიშნეთ საქმე გვაქვს ვადაგასულ ნაგებობასთან, რომლის ბედზეც ისევ მერიის კომისია ზრუნავს და ეძებს ინვესტორს, ისევე, როგორც ჩვენს შემთხვევაში გააკეთა. არავისთვის არის დაფარული ისიც, რომ რამდენიმე მომჩივანი მეზობელი ცდილობს ძლიერი ინვესტორის დაშანტაჟებას, რათა გამოსძალოს მას წინასწარ სასურველი რაოდენობის ფართი, გაჩუმების ფასად და აი ამ პროცესში თქვენ მათ ძალაუნებურად უწყობთ ხელს. ეს ოჯახები მოდიოდნენ ჩვენთანაც, დაზარალებულებთან და ასევე ითხოვდნენ ფართებს ჩვენგანაც, მაგრამ გავეცით საკადრისი პასუხი, დავა მოვუგეთ მერიაშიც და შევასრულეთ ყველა ვალდებულება რაც კი ჩვენს პროექტს დაეკისრა მერიის შენიშვნების სახით!აი ასეთია სიმართლე, რომელიც თქვენ გამოიყენეთ თქვენი პოლიტიკური მიზნებისთვის. ჩვენ, დაზარალებული მშენებლობების წარმომადგენლები, რამდენიმე ხნის წინ შევიკრიბეთ და მოგმართეთ არ შემოგეტანათ პილიტიკა ამ თემაში, არ შეგექმნათ ჩვენთვის, ათასობით დაზარალებულისთვის საფრთხე იმის, რომ პროცესი შეფერხდეს და ჩვენ ბოლო იმედი ჩამოგვენგრეს თავზე. თქვენ არ გვაძლევთ გასაქანს და გვიწვევთ ღია ბრძოლაში!

თქვენ გავიწყდებათ, რომ პოლიტიკა პირველ რიგში ხალხია და ძალა ხალხშია! ხალხი ხედავს ყველაფერს! როდესაც თქვენ იყავით ხელისუფლებაში, თქვენი დამანგრეველი მოქმედების შედეგად დაზარალდა ყველა ოჯახი, მათ შორის თქვენი მომხრეებიც, მათ გამოიტანეს დასკვნები და მიიღეთ ის რაც მიიღეთ! ახლა, კალაძის გაკეთებული საქმის შედეგად, გადარჩა ათასობით ოჯახის ქონება, ათასობით ოჯახმა შვებით ამოისუნთქა, განურჩევლად იმისა თუ ვისი მომხრეები არიან ისინი, შეიძლება თქვენიც, მაგრამ მარტო ამ ქმედებისთვის კიდევ ერთხელ შეგაფასებენ თქვენი საქმიანობის შედეგით და ბევრად მწარედ მიიღებთ პასუხს ხალხისგან, არა მხოლოდ საარჩევნო ყუთთან, არამედ ყველგან თუ გნებავთ ქუჩაშიც! ჩვენ ვიღებთ თქვენს გამოწვევას და ჩვენ გაჩვენებთ ჩვენს ძალას!ი ბ ა ,,ოლიმპიური ვარსკვლავის“ დაზარალებულთა საინიციატივო ჯგუფი

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება