fbpx

კახი ბექაური: ქართული კანონმდებლობით მედიის შინაარსი არ რეგულირდება, რაც ევროპულთან შეუსაბამობაშია

კახი ბექაური: ქართული კანონმდებლობით მედიის შინაარსი არ რეგულირდება, რაც ევროპულთან შეუსაბამობაშია „პრაქტიკულად, ჩვენი კანონმდებლობა დერეგულირებულია, რადგან შინაარსის რეგულირების არცერთ საკითხსა და მუხლს არ შეიცავს. ანუ, ჩვენთან მედიის შინაარსის რეგულირება არ არსებობს. ეს ასე არ არის ევროპულ ქვეყნებში. ასოცირების ხელშეკრულების თანახმად, დირექტივაც გვავალდებულებს ჰარმონიზაციას და ვალდებულება გვაქვს, რომ სიძულვილის ენის, რეგულირება მოვახდინოთ. ამის გარდა, ევროპის პრაქტიკულად ყველა ქვეყანაში და განსაკუთრებით ბრიტანეთში შინაარსის რეგულირების დამატებით მექანიზმები არსებობს, რომელიც 3 ძირითად კომპონენტს ემყარება: 1 – კანონით აკრძალულია ფაქტების დამახინჯება; 2 – აკრძალულია ფაქტისა და მოსაზრების ერთმანეთში აღრევა, ანუ ვალდებულება აქვს მედიასაშუალებებს ფაქტი მოსაზრებისგან გამიჯნოს; 3 – ავალდებულებს მედიასაშუალებებს, რომ ალტერნატიული მოსაზრების ბლოკირება არ მოახდინოს. შესაბამისად, ეს არის ის მექანიზმები, რომლებსაც იყენებენ ევროპული ქვეყნები რუსული მედიასაშუალებების შეზღუდვის მიზნით, იმიტომ რომ ისინი არღვევენ ამ კანონმდებლობას – ამახინჯებენ ფაქტებს, ავრცელებენ ყალბ ინფორმაციას და ა.შ. ეს არის მექანიზმები, რომელთა საშუალებითაც მათ მიერ ხდება, მათ შორის რუსული არხების შეზღუდვა, თუ ისინი არღვევენ ამ კანონს (და ისინი ნადმვილად არღვევენ ამ კანონს). ჩვენ ასეთი მექანიზმები არ გაგვაჩნია, ამიტომ არ გვაქვს, საშუალება რეაგირება მოვახდინოთ ანალოგიურ პროპაგანდაზე და მავნე ინფორმაციის გავრცელებაზე“, – განაცხადა პარლამენტში ანგარიშის წარდგენისას კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ. კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ პარლამენტში ანგარიშის წარდგენისას საქართველოში რუსული არხების შეზღუდვასთან დაკავშირებით დეპუტატების კითხვებს უპასუხა. ბექაურმა აღნიშნა, რომ კანონმდებლობიდან გამომდინარე, კომისიას არ აქვს ამ არხების დაბლოკვის უფლებამოსილება, თუმცა კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში კომისია მზად არის ზომების მისაღებად. მან პარალელი ბრიტანულ კანონმდებლობასთან გაავლო და აღნიშნა, რომ არა მხოლოდ რუსულ არხებთან მიმართებაში, არამედ ბევრ მნიშვნელოვან საკითხზე კომისიას კანონმდებლობით არ არის რეაგირების საშუალება, ვინაიდან ძალიან მნიშვნელოვანი თემების განხილვა მხოლოდ მაუწყებლების თვითრეგულირების მექანიზმებში არის შესაძლებელი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება