fbpx

კახა კალაძე: ძალიან გულდასაწყვეტია, როდესაც ვისმენთ, რომ საქართველო გეოპოლიტიკურად საინტერესო ადგილზე არ არის – 30 წელია, ამ მიმართულებით მივდივართ და საოცრებაა, ჩვენი ადგილმდებარეობა ახლა თუ გაიგეს

კახა კალაძე, თბილისის მთავრობის სხდომაზე, საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებას გამოეხმაურა.

„ძალიან გულდასაწყვეტია, როდესაც ვისმენთ, რომ საქართველო გეოპოლიტიკურად საინტერესო ადგილზე არ არის. ამასთან დაკავშირებით პირდაპირ გაკეთდა განცხადება, რაც გულდასაწყვეტია. 30 წელია, ჩვენ ამ მიმართულებით მივდივართ და ახლა თუ გაიგეს ჩვენი ადგილმდებარეობა, ეს საოცრებაა და არ ვიცი, ამაზე რა კომენტარი უნდა გავაკეთო. ხელები არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჩამოვყაროთ და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა რაც შეიძლება სწრაფად გახდეს იმ დიდი ოჯახის წევრი, რომელსაც ევროპა და ევროკავშირი ჰქვია“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება