კახა კალაძე: ჩვენ საკუთარი ქვეყნის მაგალითზე დავრწმუნდით და ვიგრძენით,თუ რამდენად მნიშვნელოვანია, ქვეყანაში შენარჩუნდეს გრძელვადიანი მშვიდობა

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ დღეს საქართველოს, ისე, როგორცარასდროს, გრძელვადიანი მშვიდობა სჭირდება, რადგან მის გარეშე ქვეყნისეკონომიკური განვითარება შეუძლებელია.როგორც მან შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ აღნიშნა, ამერიკის შეერთებულიშტატების პრეზიდენტი ცდილობს, მშვიდობას მიაღწიოს და რუსეთ-უკრაინისკონფლიქტი დასრულდეს.„რა თქმა უნდა, არსებობს ომში ჩართვის საფრთხე, სანამ არ დამთავრდება რუსეთ-უკრაინის ომი. ჩვენ ძალიან ყურადღებით უნდა ვიყოთ, რათა არავის მივცეთშესაძლებლობა, ქვეყანა გამოიყენონ თავიანთი დიდი ინტერესებისთვის. ევროპისრა მოგახსენოთ, მაგრამ ამერიკის შეერთებული შტატები ნამდვილად ცდილობს,მიაღწიოს მშვიდობას. მათი მთავარი გზავნილიც ზუსტად „მშვიდობის ძიებაში“იყო. გარდა იმ რადიკალებისა და აკაცუკებისა, რომლებიც საქართველოში არიანწარმოდგენილი, ყველანი ვთანხმდები, რომ მშვიდობას არ აქვს ალტერნატივა. მემაინც ისევ ჩემს ქვეყანაზე ვისაუბრებ: დღეს საქართველოს, ისე, როგორცარასდროს, სჭირდება გრძელვადიანი მშვიდობა, რადგან ამ ყველაფერს მოაქვსქვეყნის ეკონომიკური განვითარება, გაძლიერება და ეს ჩვენთვის ძალიანძვირფასია. უკვე მთელ მსოფლიოშიც ადამიანების უმრავლესობა, პოლიტიკოსებიხედავენ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მშვიდობის მიღწევა“, – განაცხადა კახაკალაძემ.მისივე შეფასებით, არსებობენ დიდი ქვეყნები, რომელთაც აქვთ თავიანთიინტერესები საქართველოსთან მიმართებაში, თუმცა ქართველმა ხალხმა საკუთარიინტერესები უნდა დაიცვას.„მე გამოვდივარ იქიდან, თუ რა გზავნილები კეთდება აშშ-სგან და პრეზიდენტიტრამპისგან; რა გზავნილები ჟღერდება ევროპის ზოგიერთი ქვეყნისწარმომადგენლისგან. მემგონი ყველა ხედავს, განსაკუთრებით საქართველოში, თურამხელა მნიშვნელობა ჰქონდა იმ პრინციპულ პოზიციას, რომ ჩვენ მშვიდობა, სიმშვიდე შეგვენარჩუნებინა მაშინ, როდესაც ტელევიზიების საშუალებებით პირდაპირ კეთდებოდა მოწოდებები, გვირჩევნია ბომბები ცვიოდეს, ისეთ
პოლიტიკას ატარებს „ქართული ოცნება“ დღესო. ყველა დარწმუნდა, რომ მშვიდობას და სიმშვიდეს არ აქვს ალტერნატივა. არსებობენ დიდი ქვეყნები, რომელთაც აქვთ თავიანთი ინტერესები თუნდაც საქართველოსთან მიმართებაში.
ამერიკას, რუსეთს, ყველას აქვს თავისი ინტერესი. ჩვენ უნდა ვიფიქროთ საკუთარ ქვეყანასა და ხალხზე, რადგან არც ამერიკელი, არც ევროპელი და არც რუსი მოვა ჩვენი ქვეყნის ინტერესების გასატარებლად. შეფარული „მესიჯები“, რომელთაც ვისმენთ, რომ თურმე გაგიჟებულები არიან, ისე უყვართ საქართველო და ისე ზრუნავენ მის მომავალზე, ამ დროს კი კაბინეტებში გვემუქრებოდნენ, ომი დაგვეწყო და სანქციებს მივერთებოდით, ეს არის რეალობა და რეალობა უნდა იცოდეს ქართველმა ხალხმა“, – აღნიშნა თბილისის მერმა. კახა კალაძემ უკრაინას მშვიდობა უსურვა და განაცხადა, რომ ყველაზე მთავარი დღეს ომის დასრულებაა.
„უკრაინას ვუსურვებ მშვიდობას და სიმშვიდეს. დღეს ყველაზე მთავარია, მოხდეს სამშვიდობო შეთანხმება და დასრულდეს ომი, იმიტომ, რომ მშვიდობას არ აქვს ალტერნატივა. ჩვენ დავრწმუნდით საკუთარი ქვეყნის მაგალითზე და ვიგრძენით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, ქვეყანაში შენარჩუნდეს გრძელვადიანი მშვიდობა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება