კახა კალაძე ღარიბაშვილზე: ძალიან მწყდება გული, თუმცა დაველოდოთ გამოძიებას – არ არის სწორი წინასწარ საუბარი ამასთან დაკავშირებით

თბილისის მერი კახა კალაძე სამწუხაროს უწოდებს ყოფილი თანაგუნდელის,ირაკლი ღარიბაშვილის მიერ უკანონო შემოსავლების მიღების ფაქტს და აცხადებს,რომ ყველაფერს გამოძიება დაადგენს.როგორც მან შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ აღნიშნა, ღარიბაშვილმაპოლიტიკური საქმიანობა რამდენიმე თვის წინ შეწყვიტა და მმართველი პარტიაცდატოვა.„ძალიან სამწუხარო და დასანანია, როდესაც ვისმენთ მსგავსი ტიპის განცხადებებსჩვენს ყოფილ თანაგუნდელთან დაკავშირებით. მე ირაკლი ღარიბაშვილს დიდიხანია ვიცნობ. 2012 წლიდან ერთად მოვდივართ, ჩვენი თანამებრძოლი იყო. ძალიანმწყდება გული, თუმცა დაველოდოთ გამოძიებას. იცით, რომ მან პარტია დატოვა,პოლიტიკური საქმიანობაც მიტოვებული აქვს. ამასთან დაკავშირებით, პირადადგააკეთა განცხადება პარტიის ოფისში, რამდენიმე თვის წინ“, – განაცხადა კახაკალაძემ.მისივე თქმით, ღარიბაშვილის ბრალდებებთან დაკავშირებით ინფორმაციაპროკურატურის მიერ გამართული ბრიფინგიდან გაიგო.„კიდევ ერთხელ ვიმეორებ – აღნიშნული ფაქტი, რასაც ვისმენთ ბოლო დღეებისგანმავლობაში, ძალიან სამწუხარო და დასანანია. დამატებითს ვერაფერს ვიტყვი.დაველოდოთ შესაბამის უწყებებს და გამოძიებას. ის ავტომობილები, რომლითაცპრემიერ-მინისტრი გადაადგილდებოდა, სახელმწიფოს საკუთრებაა. რაც შეეხებაჩარტერული რეისით გადაფრენას, მან ამასთან დაკავშირებით განმარტებებიგააკეთა და დღეს ეს საინტერესო არ არის. მიმდინარეობს გამოძიება დადაველოდოთ პასუხებს – როგორ წარიმართება ის და დასრულდება. მერე გააკეთეთდასკვნები. მემგონი არ არის სწორი და ლამაზი წინასწარ საუბარი ამასთანდაკავშირებით“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება