კახა კალაძე: უხვ ნალექს წერეთლისა და ჩოლოყაშვილის ახლადრეაბილიტირებულმა გზის მონაკვეთმა უპრობლემოდ გაუძლო, ერთადერთიიყო საბურავებით ამოვსებული სანიაღვრე სისტემა

თბილისის მერის განცხადებით, დედაქალაქში მოსული უხვი ნალექისმიუხედავად, ვაკეში, გიორგი წერეთლისა და ქაქუცა ჩოლოყაშვილის ქუჩებზერეაბილიტირებულ კონკრეტულ მონაკვეთზე არანაირი დაზიანება არ მომხდარა -ერთადერთი იყო საბურავებითა და სამშენებლო მასალებით ამოვსებულისანიაღვრე სისტემა, რამაც გამოიწვია პატარა პრობლემა, რომელიცმოწესრიგებულია.როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, გავრცელებული ინფორმაცია გზის ჩავარდნისშესახებ სიმართლეს არ შეესაბამება და მედიას ადგილზე არსებული მდგომარეობისამსახველი ფოტომასალა წარუდგინა.„არანაირი გზის ჩავარდნა არ მომხდარა, ეს ტყუილი ინფორმაციაა. გარკვეულიდაზიანება იყო, რაც გამოიწვია სამშენებლო ნაგვის ჩამოტანამ.სხვათაშორის, გვაინტერესებდა, თუ რა იყო პრობლემა, გვქონდა კომუნიკაციაშესაბამის კომპანია GWP-სთან. მინდა გაჩვენოთ, იმ კონკრეტულ ადგილზე თუროგორ იყო გადავსებული ჭა საბურავებით და სამშენებლო ნაგვით. ეს იყოპრობლემა, რომელიც იმ კონკრეტულ მონაკვეთზე შეიქმნა. გაწმენდის სამუშაოებიდაიწყო და ყველაფერი მოწესრიგდა, არანაირი პრობლემა არ არის. ძალიან დიდინალექი მოვიდა და აღნიშნულმა რეაბილიტირებულმა კონკრეტულმა გზისმონაკვეთმა – ჩოლოყაშვილმაც, წერეთელმაც და ვაკის სასაფლაოს წინ არსებულმატერიტორიამაც უპრობლემოდ გაუძლო. ერთადერთი იყო საბურავებითამოვსებული სანიაღვრე სისტემა, რამაც გამოიწვია ის პრობლემა, რომელიცმოწესრიგებულია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება