კახა კალაძე: უნდა გვქონდეს პრაგმატული პოლიტიკა, რომ დიდი ქვეყნების თამაშებს და ინტერესებს არ შეეწიროს ჩვენი პატარა ქვეყნის ინტერესები

თბილისის მერის განცხადებით, საქართველოს უნდა ჰქონდეს პრაგმატულიპოლიტიკა, რათა დიდი ქვეყნების თამაშებსა და ინტერესებს არ შეეწიროს საქართველოს ინტერესები.ამის შესახებ კახა კალაძემ ჟურნალისტებს საქართველო-ნატო-ს სამომავლო ურთიერთობების პერსპექტივასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განუცხადა.„საქართველოს ხელისუფლება წლების განმავლობაში ყველაფერს აკეთებდა,აკეთებს და მომავალშიც გააკეთებს ამ მიმართულებით. თუნდაც ნახეთ, როგორი პარტნიორი იყო საქართველო საერთაშორისო მისიებში. მიუხედავად იმისა, რომჩვენ ნატო-ს წევრი ქვეყანა არ ვართ, ყოველთვის ყველაზე მეტი შემადგენლობითვიყავით წარმოდგენილი საჯარისო დანაყოფების თვალსაზრისით. უამრავიმადლობა და წარმატება ჰქონდათ ჩვენს ბიჭებს. ჩვენ დავამტკიცეთ, არა მხოლოდსიტყვებით, არამედ კონკრეტული ქმედებებით და ფაქტებით, რომ საქართველოარის სანდო პარტნიორი ქვეყანა. თუმცა, დღეს, ვისმენთ განცხადებებს იმასთანდაკავშირებით, რომ ვერც საქართველოს და ვერც უკრაინის გაწევრიანება ვერმოხდება ნატო-ში. კარგად მესმის, რომ ყველას თავისი ინტერესი აქვს, დიდიქვეყნები გამოდიან თავიანთი ინტერესებიდან. ჩვენ ამიტომ ვამბობთ, რომ უნდაგვქონდეს პრაგმატული და სწორი პოლიტიკა, რომ დიდი ქვეყნების თამაშებსა დაინტერესებს არ შეეწიროს ჩვენი პატარა ქვეყნის ინტერესები“, – განაცხადა კახაკალაძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება