კახა კალაძე ტელეკომპანიების დასანქცირებასთან დაკავშირებითპოლონელი დეპუტატების მოთხოვნაზე: მათ უნდათ გაშუქდეს მხოლოდ ის, რაც აწყობთ

თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან გამოეხმაურა სამი პოლონელიდეპუტატის მოთხოვნას, საქართველოში სამი ტელეკომპანიისდასანქცირებაზე.მისივე განმარტებით, ისევე, როგორც ბრიტანეთის მიერ დაწესებული სანქციები, აღნიშნული დეპუტატების მოთხოვნაც არგუმენტებს მოკლებულია და მათ პოლიტიკურ განწყობებს ასახავს.„შეტევები, მუქარები გრძელდება. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ მათ არ სიამოვნებთ სიმართლე. ჩვენ ვისმენთ მხოლოდ შანტაჟს.მაგალითად, ბრიტანეთმა გამოსცა დასანქცირების ბრძანებაკონკრეტულ ტელევიზიებთან მიმართებით, მაგრამ არანაირიარგუმენტები არ არსებობდა. ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება.როდესაც საუბარია სიტყვის თავისუფლებაზე, აქ უკვე ორმაგისტანდარტი შემოდის. მათ უნდათ, არსებობდეს მხოლოდ ისეთიტელევიზია, რაც მათ აწყობთ, რაც მათთვის არის მისაღები, ის რომგაშუქდეს. ეს დემოკრატიისგან შორსაა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება