„არ მეგულება ადამიანი, ვისაც თავისი სამშობლო უყვარს და მისთვის პრიორიტეტიარ იყოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა – ჩვენიტერიტორიების გარკვეული ნაწილი ოკუპირებულია, რაც ქვეყნისთვის უდიდესიგამოწვევაა“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა ჟურნალისტებს სახელმწიფოუსაფრთხოების სამსახურის მიერ პარლამენტში წარდგენილ ყოველწლიურანგარიშზე საუბრისას განუცხადა.კახა კალაძის თქმით, საქართველომ პრაგმატული პოლიტიკით ყველაფერი უნდაგააკეთოს, რომ ტერიტორიები დაიბრუნოს.„მე არ მეგულება ადამიანი ქვეყანაში, ვისაც უყვარს თავისი სამშობლო და მისთვისნომერ პირველი და მთავარი პრიორიტეტი არ იყოს საქართველოს ტერიტორიულიმთლიანობა. დღეს, სამწუხაროდ, ჩვენი ტერიტორიების გარკვეული ნაწილიოკუპირებულია, რაც ქვეყნისთვის უდიდესი გამოწვევაა და ჩვენ ჩვენიპრაგმატული პოლიტიკით, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომგონიერებით, პროფესიონალიზმით, ჭკუით, სიძლიერით და ეკონომიკურიგანვითარებით შევძლოთ ტერიტორიების დაბრუნება“, – აღნიშნა თბილისის მერმა.მან ასევე საქართველოში გარე დაფინანსებით რევოლუციების მცდელობებზეისაუბრა და შესაბამისი სამსახურების გამართულ მუშაობაზე გაამახვილაყურადღება.„რაც შეეხება რევოლუციების მოწყობის მცდელობებს, სამწუხაროდ არაერთიმაგალითი ვიხილეთ ქვეყანაში და უნდა აღინიშნოს, რომ პირდაპირ გარეჩარევებითა და გარე დაფინანსებით ხდებოდა სახელმწიფო გადატრიალებისმცდელობები ქვეყანაში, რაც შესაბამისმა სამსახურებმა სწორი მუშაობით აარიდესქვეყანას“, – განაცხადა კახა კალაძემ.