fbpx

კახა კალაძე საერთაშორისო დონორებზე: აღნიშნული კანონის არმიღება იმ დონორების ინტერესში შედის, რომელთაც სურთ დააფინანსონ პოლარიზაცია

„სამწუხარო რეალობაა ის, რომ ეს დონორები შენიღბული არიან, თითქოს ქვეყნის
განვითარებას უწყობენ ხელს, რეალურად კი აფინანსებენ ქართველების
ერთმანეთთან დაპირისპირებას,“ – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ
მედიის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
თბილისის მერის თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არ დაუშვებს, რომ
ქვეყნის ინტერესები დაზარალდეს.
„აღნიშნული კანონის არმიღება შედის ისევ იმ დონორების ინტერესში, ვინც არიან
შენიღბული იმით, თითქოს ქვეყნის განვითარებას და დემოკრატიული პროცესების
განვითარებას ხელს უწყობენ. რეალურად კი, ისინი აფინანსებენ ყველანაირ
ბოროტებას, სიბინძურეს, რომელიც შეიძლება ადამიანმა მოიფიქროს –
ქართველების ერთმანეთთან დაპირისპირებას, პოლარიზაციას. აი, ეს არის
სამწუხარო რეალობა.
ჩვენ არ დაგვავიწყდეს ერთი რამ – ვართ დამოუკიდებელი, სუვერენული
სახელმწიფო. გუშინ იყო 9 აპრილი, იმ გმირების დღე, ვინც იბრძოდა ჩვენი
ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის, რათა ვყოფილიყავით სუვერენული ქვეყანა. მე
არ მინდა ეს შეიფუთოს, როგორც ერთი ბატონის მეორე ბატონით ჩანაცვლება, ეს
კატეგორიულად მიუღებელია. ამას ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ,
სანამ ვართ ხელისუფლებაში, ყოველთვის გავატარებთ და დავიცავთ ჩვენი ქვეყნის
ინტერესს. არცერთი გაერთიანება არ მიღირს ჩემი ქვეყნისა და ხალხის
ინტერესების დასათმობად“, – განაცხადა კახა კალაძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება