„მსგავსი ადამიანები ვერ უნდა ბედავდნენ, რომ იყვნენ რომელიღაც ქვეყნის წარმომადგენელი, რადგან, პირველ რიგში, იმ ქვეყანას აზიანებენ“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან საქართველოში გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის მიერ გავრცელებული მიმართვის თემაზე კომენტირებისას ისაუბრა.კახა კალაძის თქმით, განცხადება ელჩის მხრიდან, რომ ამ ხელისუფლების პირობებში საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების არანაირი შანსი არ აქვს,არის შეურაცხმყოფელი და სცდება დიპლომატიურ ჩარჩოებს.„დღეს, ჩვენი ყველაზე დიდი პრობლემა არის ის, რომ ჯერ კიდევ ქვეყნის შიგნით არსებობენ ისეთი ელჩები, როგორიცაა პეტერ ფიშერი. მსგავსი ადამიანები ვერუნდა ბედავდნენ და არ უნდა აძლევდეს საშუალებას ქვეყანა, რომ იყვნენ რომელიღაც ქვეყნის წარმომადგენელი. ეს დამაზიანებელია, პირველ რიგში, იმ ქვეყნისთვის, რომელსაც წარმოადგენს. ჩვენ გერმანიასთან მეგობრული დაპარტნიორული ურთიერთობები გვაქვს. როდესაც ვხედავთ თავხედობას, ამ კონკრეტულ შემთხვევაში ელჩის მხრიდან, ეს ძალიან მძიმეა, შეურაცხმყოფელიადა სცდება ყველანაირ დიპლომატიურ ჩარჩოებს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.