თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან გამოეხმაურა ზამთრისპარალიმპიურ თამაშებში საქართველოს პარალიმპიური ნაკრებისმონაწილეობას.მანვე აღნიშნა, რომ აღნიშნულ თამაშებში ბოიკოტის გამოცხადებისარანაირი საფუძველი ჩვენს ქვეყანას არ ჰქონია.„არანაირ ბოიკოტს არ შევუერთდებით. არაერთი მოწოდება გაგვიკეთეს,მაგალითად, სანქციებთან დაკავშირებითაც. რატომ უნდა შევუერთდეთიმას, რაც ჩვენი ქვეყანის ეკონომიკური განვითარებისთვის დაქართველი ხალხისთვის დამაზიანებელი იქნება. იგივენაირადსპორტსმენებმა რატომ უნდა გადადგან ასეთი ნაბიჯი, რატომ არ უნდამივიღოთ მონაწილეობა. ამის არანაირი საფუძველი არ არსებობს. მეფეხბურთით ვიყავი ამდენი წლის განმავლობაში დაკავებული. ყველასაერთაშორისო ტურნირი ნებისმიერი სპორტსმენისთვისმნიშვნელოვანია. ემზადებიან და ყველაფერს აკეთებენ, რომ ასეთშეჯიბრებებში წარმატებას მიაღწიონ“, – განაცხადა კახა კალაძემ.