კახა კალაძე: ოპოზიციის პლატფორმები დროებითია, როგორ შეიძლებამათ შორის რაიმე ერთობა, როცა სხვადასხვა მსოფლმხედველობა აქვთ

ოპოზიციაში დაპირისპირება ყოველთვის იყო, მათი ლიდერების
განცხადებებშიც იკვეთება, რა განწყობები აქვთ ერთმანეთისადმი, –
თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით ოპოზიციაში
არსებულ დაპირისპირებას თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან
გამოეხმაურა.

„ოპოზიციაში დაპირისპირება ყოველთვის იყო. გვახსოვს არაერთი
ფაქტი იმისა, რომ რაღაც პლატფორმები იქმნებოდა. რა თქმა უნდა, ეს
ყველაფერი დროებითია, როგორ შეიძლება მათ შორის რაიმე ერთობა,
როცა სხვადასხვა მსოფლმხედველობა აქვთ. რა განწყობა და
დამოკიდებულება აქვთ ერთმანეთის მიმართ იკვეთება იმ
განცხადებებშიც, რასაც მათი ლიდერების მხრიდან ვისმენთ“, –
განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, ოპოზიცია იმოქმედებს ისე, როგორც
თავიანთი პატრონები გარედან ეტყვიან.
„არ მინდა, მათ პოლემიკაში შევიდე, თუ ვინ იღებს ან არ იღებს
მონაწილეობას არჩევნებში. ეს არ არის ჩვენი საქმე. რაც შეეხება ჩვენს
გუნდს, მზადება გვაქვს დაწყებული ადგილობრივი
თვითმმართველობის არჩევნებისთვის. ბოლო წლების განმავლობაში
მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდა როგორც დედაქალაქში, ისე
რეგიონებში, თუმცა ბევრი პრობლემა რჩება, არსებობს გამოწვევები. ამ
ყველაფერს სჭირდება ღირსეული პასუხი. საზოგადოებას უნდა
ვუთხრათ, რას ვგეგმავთ და როგორ ვაპირებთ მათ მოგვარებას. მე

მგონია, რომ ოპოზიციას რასაც თავიანთი პატრონები გარედან ეტყვიან,
ისე მოიქცევიან“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება