კახა კალაძე: ოპოზიცია პარლამენტს აღიარებს თუ არა, ჩემთვის მნიშვნელოვანიარაა, რადგან მთავარი არის ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა და რას აღიარებს ის

თუ კანონს ვარღვევთ, ისიც უნდა გვქონდეს გააზრებული, რომ ამას სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი რეაგირება ექნება“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმამედიასთან ოპოზიციის ლიდერების დაკავების ფაქტის შეფასებისას ისაუბრა.კახა კალაძის თქმით, კანონის დარღვევა არავის უნდა ეპატიოს, მით უმეტესპოლიტიკოსს, რომელიც საზოგადოების წინაშე პასუხისმგებელია.„ყველამ კარგად ვიცით, რატომ არიან ეს ადამიანები დაკავებულები. მათჩვეულებრივ კანონი დაარღვიეს, არ გამოცხადდნენ პარლამენტის საგამოძიებოკომისიაზე. არ გამოცხადების შემთხვევაში იცით, ასეთ ფაქტებს რა ნაბიჯებიმოჰყვება. ეს ყველაფერი კანონშია გაწერილი. შესაბამისად, პოლიტიკოსისსტატუსი ან ნებისმიერი რაიმე საქმიანობის სტატუსი ვერ იქნება კანონდარღვევისწამახალისებელი. პირიქით, პოლიტიკოსებს უფრო მეტი პასუხისმგებლობაგვაკისრია საზოგადოების წინაშე. კანონის დარღვევა არავის უნდა ეპატიოს. ხოლოთუ კანონს ვარღვევთ, ისიც უნდა გვქონდეს გააზრებული, რომ ამას სახელმწიფოსმხრიდან შესაბამისი რეაგირება ექნება. ასევე, ჩვენ, ხელისუფლებისწარმომადგენლები და არა მხოლოდ ჩვენ, ვალდებულნი ვართ, პატივი ვცეთ ჩვენსკონსტიტუციას, კანონმდებლობას“, – აღნიშნა თბილისის მერმა.ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რატომ აკავებენ ოპოზიციონერებს მაშინ, როდესაცისინი პარლამენტის უფლებამოსილებას არ აღიარებენ, კახა კალაძის თქმით,არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ისინი რას აღიარებენ, რადგან მოსახლეობისუმრავლესობის მიერ არის აღიარებული.„პირადად ჩემთვის და დარწმუნებული ვარ ჩემი თანაგუნდელებისთვისაც ასეა -ჩვენთვის მთავარი არის ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა და რას აღიარებს ის.მოსახლეობის უმრავლესობამ მხარი დაუჭირა „ქართული ოცნება-დემოკრატიულსაქართველოს“. რაც შეეხება ამ მცირე რადიკალურ დაჯგუფებას, იცით, რომ ისინიგარედან იმართებიან, სრულად არიან დამოკიდებული გარე პატრონებზე. ამდენად,არსებითი მნიშვნელობა ნამდვილად არ აქვს, რას ფიქრობენ და რას აღიარებენისინი“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება