კახა კალაძე ოპოზიციაზე: ისინი დადგნენ მაღალი ფასების მხარეს

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ოპოზიციის კრიტიკულიდამოკიდებულება ხელისუფლების ინიციატივაზე პროდუქტის ფასებისრეგულირებასთან დაკავშირებით, მეტყველებს იმაზე, რომ მათ არ სურთ, ქვეყანაშინორმალური ვითარება იყოს.ამის შესახებ მერმა ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის პასუხად განუცხადა.„იმის მაგივრად, რომ სწორად შეაფასონ ხელისუფლების მხრიდან გაკეთებულიგანცხადებები და გადადგმული ნაბიჯები იმასთან დაკავშირებით, რომ გარკვეულპროდუქტებზე არის ძალიან მაღალი ფასები და მოიწონონ ეს გადაწყეტილება,პირიქით, დადგნენ მაღალი ფასების მხარეს. ყველაფერს ეწინააღმდეგებიან, რაცკარგი კეთდება. ჩვეულებრივი მოღალატეები არიან. არანაირი ახსნა-განმარტება არმომისმენია იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ უნდა უნდოდეთ მაღალი ფასები.როცა ვაკეთებთ შედარებას, საქართველოში არის გაცილებით მაღალი ფასი მთელრიგ პროდუქტზე, ვიდრე ევროპულ განვითარებულ ქვეყნებში. ეს ასე არ უნდაიყოს. ეს ხომ მოსახლეობას აწუხებს, ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს აწუხებს.გვინდა, ეს ყველაფერი იყოს დარეგულირებული და შესაბამისობაში მოდიოდეს.თუ ქვეყანა გიყვარს, შენი მოსახლეობა გიყვარს და პატივს სცემ, რატომ უნდაეწინააღმდეგებოდე ამ ყველაფერს, წარმოუდგენელია. ყველამ ვიცით, ესადამიანები საიდან იმართებიან, ვინ არის მათი პატრონი. ვიცით, რომ დავალებებსპირდაპირ გარედან იღებენ და რასაც ეტყვიან, იმას აკეთებენ. მას შემდეგ, რაცპრემიერ-მინისტრმა დააანონსა, რომ უნდა მოხდეს მოკვლევა და არ ყველაფრისდარეგულირება, ვხედავთ, როგორი აგრესიული განცხადებები მოდის მათიმხრიდან. მათი კრიტიკული განცხადებები მეტყველებს იმაზე, რომ ეს ადამიანებიამ ქვეყანას არ ეკუთვნიან და საერთოდ არ აქვთ სურვილი, რომ ქვეყანაშიგვქონდეს ნორმალური მდგომარეობა, დარეგულირებუილი იყოს ის გამოწვევებიდა პრობლემები, რაც აქვს მოსახლეობას. ეს ადამიანები ეწინააღმდეგებიან ამას“, -განაცხადა კახა კალაძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება