კახა კალაძე ლავროვის განცხადებაზე: განცხადება პოზიტიურია, თუმცა, ამისპარალელურად ქმედითი ნაბიჯები უნდა გადაიდგას

„ჩვენ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა გვინდა მშვიდობით და არა ომით,ბოროტებით, როგორც ეს რადიკალურ ოპოზიციას წარმოუდგენია“, – ამის შესახებდედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან გააკეთა განცხადება.მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ არაერთხელ ისაუბრა იმ ნაბიჯებზე, რომელიცუნდა გადაიდგას აფხაზ და ოს ხალხთან შერიგების მიზნით.„ჩვენ არაერთხელ ვისაუბრეთ ამ თემაზე. პარტიის დამფუძნებელმა და საპატიოთავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ძალიან ვრცლად ისაუბრა იმ ნაბიჯებზე,რომლის გადადგმაც მნიშვნელოვანია, რათა მოხდეს შერიგება, ურთიერთ პატიება.სხვანაირად შეუძლებელია. ჩვენ უნდა დავიბრუნოთ ნდობა ერთმანეთის მიმართდა ერთად ვიცხოვროთ. ყველაფერი სწორად უნდა გავაანალიზოთ. შეცდომებიჩვენც გვაქვს დაშვებული და გვინდა, რომ ამ ურთიერთ შერიგებისთვისგადავდგათ ნაბიჯები. მოვახდინოთ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა დამშვიდობიანი თანაცხოვრება. ჩვენ ამის მიღწევა გვინდა მშვიდობით და არა ომით,ბოროტებით, როგორც ეს რადიკალურ ოპოზიციას წარმოუდგენია“, – აღნიშნა კახაკალაძემ.გარდა ამისა, თბილისის მერმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ რუსეთის საგარეოსაქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადება არის პოზიტიური, თუმცა, ამასუნდა მოჰყვეს ქმედითი ნაბიჯები, მათ შორის, დეოკუპაცია.„რაც შეეხება შერიგებას, ცუდი რა არის ამ პროცესში? პოზიტიურია ის ფაქტი, რომისინი ხელს შეუწყობენ შერიგების პროცესს. ვფიქრობ, რომ ყველა აცნობიერებსდაშვებულ შეცდომებს, რომელიც წლების წინ მოხდა. ჩვენ არ უნდა მოგვერიდოსამაზე საუბარი და იმ მოჯადოებული წრიდან გამოსვლა, რომელიცდესტრუქციულმა, რადიკალურმა და ბოროტმა ძალამ – „ნაციონალურმა მოძრაობამ“შექმნა. მათ მეორე ვირტუალური სამყარო შეგვიქმნეს თავის პატრონებთან ერთადდა მოჯადოებულ წრეზე გვატარებდნენ. სიმართლეს თვალი უნდა გავუსწოროთ.განცხადება პოზიტიურია, თუმცა, ამის პარალელურად ქმედითი ნაბიჯები უნდაგადაიდგას. აფხაზეთში არის რუსული ბაზები. თუნდაც, დავიწყოთ საუბარისამოქმედო გეგმის შექმნაზე, რათა მოხდეს დეოკუპაცია, ჯარების გაყვანა. არმეგულება არცერთი ადამიანი, ვისაც სამშობლო უყვარს, რომ მისი ოცნება არ იყოს ქვეყნის გამთლიანება“, – განაცხადა თბილისის მერმა.
რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდებას დედაქალაქის მერის მისამართით, თითქოს ის მიესალმება აფხაზეთისა და ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებას, კახა კალაძე პასუხობს, რომ ეს არის სიბინძურე და სპეკულაცია. მისივე თქმით, ამ პროვოკაციების მიუხედავად, საქართველო მზადაა მოახდინოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა.
„სიბინძურეა ეს განცხადება და სპეკულაციების ნაწილია. ასეთი გამოხმაურება მოჰყვა თავის დროზე ბიძინა ივანიშვილის განცხადებასაც. ეს არის ბოროტი ძალა, რომლებმაც თავისი მოღალატეობრივი ქმედებებით ქვეყნის ტერიტორიის გარკვეული ნაწილი დაკარგეს. ჩვენ დაგვეღუპა მშვიდობიანი მოსახლეობა, მივიღეთ უამრავი დევნილი. ახლა რომ „ნაციონალური მოძრაობა“ სპეკულაციებშია, სწორედ მათ მოაწერეს მოღალატეობრივ რეზოლუციას ხელი. „კოლექტიური ნაცმოძრაობა“ ეწინააღმდეგება ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას, მშვიდობას, ეკონომიკურ განვითარებას. ხალხი მათ შესაბამის ადგილს 26 ოქტომბერს მიუჩენს და პოლიტიკურ სანაგვეზე მოისვრის. ასევე, მოხდება შესაბამისი სამართლებრივი გამოძიება, თუ რა მოხდა 2008 წელს, ვისი დავალებით მოხდა, ან ვინ მოაწერა ხელი მოღალატეობრივ ქმედებას. საქართველო მზადაა, რომ მოახდინოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება