„2012 წლიდან, როდესაც „ქართული ოცნება“ გამოჩნდა, იმ დღიდან დაწყებულიდღემდე, მიდის ნარატივი, რომ ხელისუფლება რუსულ საქმეს აკეთებს. რუსეთისთემის წამოწევა მხოლოდ ჩვენთან კი არა, მთელ მსოფლიოში ხდება“, – ასეგამოეხმაურა დედაქალაქის მერი აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორის,ტულსი გაბარდის მიერ საჯაროდ გამოქვეყნებული მტკიცებულებების საკითხს დახაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ მსგავსი ნარატივი წლებია საქართველოსთანმიმართებითაც ისმის.როგორც კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას აღნიშნა, როდესაც ე.წ. დიფსთეითიკონკრეტულ ქვეყნებში მათთვის სასურველ შედეგს ვერ იღებს, შემოაქვს რუსეთისთემა და მოქმედ ხელისუფლებას ეძახის რუსეთუმეს.„აშშ-ის პრეზიდენტზე საუბრობდნენ, რომ რუსეთი ეხმარებოდა და რუსულიპროექტიაო, რაც წარმოუდგენელია. მხოლოდ საქართველოში არ ხდება ამ ტიპისქმედებები. მთელ მსოფლიოში ერთი და იგივე ნარატივია. როდესაც ე.წ. დიფსთეითის წარმომადგენლები კონკრეტულ ქვეყნებში მათთვის სასურველ შედეგსვერ იღებენ, შემოაქვთ რუსეთის თემა, ხელისუფლებას ეძახიან რუსეთუმეს და ა.შ.რაც ჩვენთან ხდება ახლა, იგივე ხდება სხვა ქვეყნებშიც. ნახეთ რა მოხდარუმინეთში – საპრეზიდენტო კანდიდატი მოხსნეს, რომელსაც უდიდესი შანსიჰქონდა გამარჯვების. ამას საფუძვლად დაუდეს ის, რომ „ტიკტოკის“ ქსელში უფროაქტიურად იყო ჩართული, მეტი მხარდამჭერი ჰყავდა და თურმე ეს რუსული თემაყოფილა. მოლდოვაში ოპოზიციური ტელევიზიები საერთოდ აკრძალეს,ოპოზიციური პარტიები გააუქმეს. ასევე, გერმანიაშიც მიდის აქტიური საუბარი, რომგარკვეული ოპოზიციური პარტიები უნდა გაუქმდეს.პარალელებს თუ გავავლებთ, 2012 წლიდან, როდესაც „ქართული ოცნება“ გამოჩნდადა ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში მოსვლის განაცხადი გააკეთა, იმ დღიდანდაწყებული დღემდე, მიდის ნარატივი, რომ ხელისუფლება რუსულ საქმესაკეთებს, რუსულ კანონს იღებს და ა.შ. ეს ყველაფერი არის სისულელე დაპირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი გუნდი ქართულ საქმეს აკეთებს, ქართულსახელმწიფოებრიობას, სუვერენიტეტს და ქართველი ხალხის ინტერესს იცავს.მოცემულობა არის ეს, ხოლო მეორე მხარეს მიდის პროპაგანდა. შეგიძლიათ ნახოთარქივი და თავად დარწმუნდებით“, – განაცხადა კახა კალაძემ.