კახა კალაძე: კატეგორიულად მიუღებელია, საარჩევნო შტაბთან რამდენიმე აკაცუკი მოვიდეს და იქ მომუშავე ხალხს შეურაცხყოფა მიაყენოს

„რუსთაველის გამზირზე რომ ადამიანები დგანან და აპროტესტებენ, გინახავთ,რომ ჩემი საარჩევნო შტაბის წარმომადგენლები მისულიყვნენ მათთან და ვინმესთვის შეურაცხყოფა მიეყენებინოთ ან ეგინებინოთ?“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან გუშინ, მელიქიშვილის გამზირზე, კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან მომხდარი დაპირისპირების თემაზე კომენტირებისას ისაუბრა.მისი თქმით, აქვს მოლოდინი, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები და მათ შორის,ევროკავშირის ელჩი აღნიშნულ ფაქტს შეაფასებენ.„ეს იყო ძალიან მძიმე და მიზანმიმართული პროვოკაცია, რაც არ იყო პირველიშემთხვევა. ეს არის ჩვენი შტაბი. როგორც იცით, საარჩევნო კამპანია მიმდინარეობს.აქ ხალხი მუშაობს. ჩვენ არავის ვუვარდებით, თავს არავის ვესხმით.მე იმედი მაქვს, საერთაშორისო ორგანიზაციები და თუნდაც ევროკავშირის ელჩიდაგვდევს პატივს და გააკეთებს შეფასებს აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით.წარმოუდგენელია იმყოფებოდე საარჩევნო კამპანიაში და რამდენიმე მოძალადეადამიანი გივარდებოდეს, ხელს გიშლიდეს მუშაობაში და გაყენებდესშეურაცხყოფას. ამ ყველაფერს აქვს თავისი მიზანი, რომ ხელოვნურად დაძაბულობაშემოიტანონ, რადგან არსებული 30 აკაცუკი და მათი ყვირილი, ხავილი არავისაინტერესებს. ამ დაჯგუფებაში არიან მოძალადეები“, – განაცხადა კახა კალაძემ.მისივე თქმით, საარჩევნო შტაბთან მივარდნა და გინება ადამიანთა გარკვეულიჯგუფისთვის ყოველდღიურობად იქცა.„ამ ადამიანების ყოველდღიურობად იქცა შტაბთან მოვარდნა, გინება,შეურაცხყოფის მოყენება. მე გეკითხებით, რა უნდოდათ ამ ადამიანებს შტაბთანთუ შტაბი მივიდა მათთან? რუსთაველის გამზირზე დგანან ადამიანები, ვინცაპროტესტებენ, აქციებს მართავენ. თქვენ გინახავთ, რომ ჩემი საარჩევნო შტაბისწარმომადგენლები მისულიყვნენ რუსთაველზე და ვინმესთვის შეურაცხყოფამიეყენებინოთ ან ეგინებინოთ? შესაბამისად, კატეგორიულად მიუღებელია, რომსარჩევნო შტაბთან რამდენიმე აკაცუკი მოვიდეს და იქ მომუშავე ხალხსშეურაცხყოფა მიაყენოს“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება