თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ თვალჭრელიძის ქუჩის N1-შიმცხოვრები მოქალაქეებიდან ცხრა ოჯახი თბილისშია რეგისტრირებული, რომელთაცმუნიციპალიტეტმა ქირით უზრუნველყოფა შესთავაზა.ამის შესახებ მან აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გავრცელებული იმინფორმაციის კომენტირებისას აღნიშნა, რომლის თანახმადაც, თვალჭრელიძის N1-ში მდებარე შენობა-ნაგებობები ავარიულია და იქიდან მოსახლეობის გამოყვანამიმდინარეობს.როგორც დედაქალაქის მერმა განმარტა, თბილისში რეგისტრირებული ცხრაოჯახიდან მუნიციპალიტეტის შეთავაზებას მხოლოდ ორი დათანხმდა, დანარჩენმაკი ქირით გასვლაზე უარი განაცხადა.„მერიასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი ბრალდება გაჟღერდა, თუმცადედაქალაქის მუნინიციპალიტეტი არაფერ შუაშია. ეს იყო კერძო საკუთრება დასამართლებრივი დავებიც მიმდინარეობდა. აღნიშნულ შენობა-ნაგებობაში,რომელიც ავარიულია და საჭიროებს გამოთავისუფლებას, ადამიანების გარკვეულირაოდენობა იყო შეჭრილი. ეს იგივეა, რომ თქვენს საკუთარ საცხოვრებელში ვინმეშეიჭრას და დასახლდეს. გარდა იმისა, რომ სასამართლო მოგებული აქვსმესაკუთრეს, შენობა ავარიულია და მოქალაქეთა უსაფრთხოებიდან გამომდინარე,მათი გამოყვანა მოხდება.არის ცხრა ოჯახი, რომელიც თბილისშია რეგისტრირებული. მუნიციპალიტეტმა მათშესთავაზა ქირით უზრუნველყოფა. ორი უკვე დათანხმდა და სარგებლობსმუნიციპალიტეტის შეთავაზებებით, დანარჩენები კი არ დაეთანხმა აღნიშნულწინადადებას. პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ ეს მუნიციპალიტეტის თემა არ არის,აღსრულების საკითხია და მიმდინარეობს გამოსახლება. სასამართლო მოგებულიადა მიმდინარეობს მისი აღსრულება“, – განაცხადა კახა კალაძემ.