კახა კალაძე: თბილისთან დაკავშირებით მგონი კითხვები არ არსებობს. უამრავიპროექტი განხორციელდა ბოლო წლებში და სამომავლოდაც ბევრი მნიშვნელოვანი რამ გვაქვს დაგეგმილი

დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, თბილისში პროექტები აქტიურადხორციელდება და სამომავლოდაც არაერთი სამუშაოა დაგეგმილი. ამის შესახებ მანმედიის შეკითხვას უპასუხა, რომელიც პარლამენტის ვიცე-სპიკერის სოზარსუბარის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხება.მისი თქმით, კორუფციის ფაქტების არსებობის გამო, ქვეყნის მასშტაბითმუნიციპალიტეტებში პროექტები რომ შეჩერდა, ეს თბილისს არ ეხება.“თქვენი აზრით, რამე შევაჩერეთ? ყოველდღე დადიხართ ჩემთან ერთად დაეცნობით სხვადასხვა პროექტს, მაგრამ არ აშუქებთ იმ სამუშაოებს, რასაც ჩვენვახორციელებთ, რადგან არ გაინტერესებთ. მაგალითად, დღეს სადაც ვართ,გლდანის მერვე მიკრორაიონში, რაიონული გამგეობა ასრულებს აღნიშნულპროექტს. რამდენიმე დღის წინაც ვიყავით სხვა პროექტზე და ა.შ. შესაბამისად,თბილისთან დაკავშირებით მგონი კითხვები არ არსებობს. უამრავი რამე გაკეთდაბოლო წლებში, უამრავი რამ კეთდება და სამომავლოდაც ბევრი მნიშვნელოვანიპროექტი გვაქვს დაგეგმილი”, – აღნიშნა კახა კალაძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება