„ე.წ. დიფსთეისთვის არასასურველი პოლიტიკური პარტია რომ იმარჯვებს, მაშინვეშემოაქვთ რუსული ნარატივი და იწყება გაშავების პროპაგანდა, რომ ისინი რუსულსაქმეს აკეთებენ“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან ისაუბრა.როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ვერავინ მოიყვანს ერთ მაგალითს მაინც, რომ„ქართული ოცნების“ ხელისუფლება რუსულ საქმეს აკეთებს.„ეს ყველაფერი ახალი არაა, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, აქვთერთნაირი მიდგომა და დამოკიდებულება. ე.წ. დიფსთეისთვის არასასურველიპოლიტიკური პარტია რომ იმარჯვებს, არასასურველი შედეგები რომ დგება,ყოველთვის შემოაქვთ რუსული თემა. მათი მედიების ჩართულობით, რომლებიცმძლავრად არიან მსოფლიოში წარმოდგენილი, მიდის გაშავების პროგანდა, რომ ესპოლიტიკოსი თუ პარტია არის რუსეთუმე, რუსეთის წარმომადგენელი, თვითამერიკის შეერთებულ შტატებშიც კი, როდესაც სასურველი შედეგი არ დგებოდა,ასე ხდებოდა. მაგალითად, გახსოვთ, როგორი კამპანია იყო დონალდ ტრამპისწინააღმდეგ აგორებული. ჩვენ როდესაც ამ ყველაფერზე ღიად ვსაუბრობდით,ბევრი დაგვცინოდა. საბოლოოდ ყველაფერი გაირკვა და უკვე აშშ-ის პრეზიდენტისაუბრობს „დიფ სთეითზე“, გლობალურ ომის პარტიაზე და იმ გადაწყვეტილებებსადა უმძიმეს საკითხებზე, რაც ხდებოდა პროპაგანდის სახით. ეს იყო რუსულინარატივის შემოტანა და დაბრალება.საქართველოში რამე განსხვავებული კი არ ხდება. აქაც იგივე დამოკიდებულებააჩვენს მიმართ, რომ თითქოს, რუსულ საქმეს ვაკეთებთ. ვერავის მოჰყავს ერთიმაგალითი მაინც, რა გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“ რუსული. მე კი უამრავიმაგალითი შემიძლია მოვიყვანო წინა ხელისუფლების მიერ, თუნდაც სახელმწიფომნიშვნელობის მქონე კომპანიების რუსულ კომპანიებზე გასხვისების შესახებ.დღეს, საქართველოს ჰყავს პატრიოტი ხელისუფლება, რომელიც ქართულ საქმესაკეთებს, ჩვენი ხალხის ინტერესებს იცავს და ეს მომავალშიც გაგრძელდება“, -განაცხადა თბილისის მერმა.