კახა კალაძე ბაჩო ახალაიას დაკავებაზე: ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომქვეყანაში რევოლუციების მოწყობის მცდელობა არავის ეპატიება

დედაქალაქის მერი საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიასდაკავების ფაქტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში რევოლუციის მოწყობისმცდელობა არავის ეპატიება.როგორც კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას აღნიშნა, მსგავსი ფაქტების არსებობისშემთხვევაში, სახელმწიფო ყოველთვის კანონის ფარგლებში იმოქმედებს.„4 ოქტომბრამდე, რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა კამპანია და ესადამიანები სახელმწიფო გადატრიალებას აპირებდნენ. არჩევნების დღეს კი, ამყველაფრის აღსრულებაში მოყვანა დაიწყეს. თუმცა, სახელმწიფოს შესაბამისმაუწყებებმა იმოქმედეს კანონის შესაბამისად და აღკვეთეს სახელმწიფოგადატრიალების მცდელობის ფაქტი. ამ მიმართულებით გამოძიება დაწყებულია,ბევრი ადამიანია დაკავებული. გუშინ ბაჩო ახალაიაც დააკავეს. დაველოდოთგამოძიების შედეგებს.ჩვენ არჩევნებამდე არაერთი მოწოდება გავაკეთეთ – მეც, პრემიერ-მინისტრმაც, რომარ გადაედგათ ისეთი ნაბიჯი, რომელიც კანონს ეწინააღმდეგება, რადგანსახელმწიფო კანონის ფარგლებში იმოქმედებს და ქვეყანაში რევოლუციებისმოწყობის მცდელობა არავის ეპატიება. ამის მიუხედავად, მაინც არ შეწყვიტესმოქმედება. ყველა, ვისაც დანაშაული აქვს ჩადენილი, შესაბამისად აგებს პასუხს“, -აღნიშნა კახა კალაძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება