კახა კალაძე: ბალტიისპირეთის ქვეყნები რუსეთთან მიმართებით ჩვენ რასაცმოგვიწოდებენ, იმავეს თავად აკეთებენ – რაც არ შეიძლება ჩვენთვის, დაშვებულია მათთვის

დედაქალაქის მერი გამოეხმაურა ლიეტუვის საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ ჩატარებულ ჟურნალისტურ გამოძიებას, რომლის თანახმადაც, მიუხედავად სანქციებისა, ბალტიისპირეთის ქვეყნების კომპანიები რუსეთის „ჩრდილოვან“ტანკერებზე ნავთობის გადატვირთვაში მონაწილეობენ.კახა კალაძის თქმით, ეს არის ორმაგი სტანდარტი, რადგან რასაც საქართველოსრუსეთთან მიმართებაში მოუწოდებენ, იმავეს თავად აკეთებენ.„ეს არის ჩვეულებრივი ორმაგი სტანდარტი. რაც არ შეიძლება ჩვენთვის,დაშვებულია მათთვის. ეს არ არის პირველი შემთხვევა. შეგვიძლია გადავხედოთმათ მთელ რიგ განცხადებებს საქართველოსთან მიმართებით. ყველა განცხადებაარის სიცრუით გაჯერებული. ჩვენ რასაც მოგვიწოდებენ, მერე ამას თავადაკეთებენ. ყველაფერი ცხადია – ყველა იქცევა თავისი ინტერესებიდანგამომდინარე. რაც მათ ქვეყანას სჭირდება, იმას აკეთებენ. შესაბამისად, ჩვენცვატარებთ იმ პოლიტიკას, რაც, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვისდა ამ ქვეყნის ხვალინდელი დღისთვის“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება