კახა კალაძე:ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას ვაძლევ გარანტიას, რომ ქვეყანაში იქნება სიმშვიდე. არანაირი რევოლუცია და სახელმწიფო გადატრიალება არ და ვერ მოხდება

„ვისაც ვის უნდა, იმას შეხვდეს. ჩვენ გვაქვს სხვადასხვა საინტერესო ინფორმაცია,თუმცა ჩვენი შესაბამისი უწყებები მუშაობენ და გაძლევთ სიმშვიდის გარანტიას“, -ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან ისაუბრა.ჟურნალისტის კითხვაზე, რა მოლოდინი აქვს 4 ოქტომბრისთვის იმის ფონზე, რომგავრცელდა ინფორმაცია, რომ პაატა ბურჭულაძე და მურთაზ ზოდელავა ბაჩოახალაიას შეხვდნენ, კახა კალაძის თქმით, ქვეყანაში არანაირი რევოლუცია დასახელმწიფო გადატრიალება არ მოხდება.„4 ოქტომბერს არჩევნებში გაიმარჯვებს „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“, როგორც დედაქალაქში, ასევე ყველა მუნიციპალიტეტში ვიზეიმებთგამარჯვებას. არანაირი რევოლუცია და სახელმწიფო გადატრიალება არ და ვერმოხდება. თუკი ვინმე გაბედავს, კანონის წინააღმდეგ წასვლას, ამას კანონისფარგლებშივე ძალიან მკაცრი რეაგირება მოჰყვება. ვისაც ვის უნდა, იმას შეხვდეს.ჩვენ გვაქვს სხვადასხვა საინტერესო ინფორმაცია, თუმცა, ჩვენი შესაბამისიუწყებები მუშაობენ და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას ვაძლევ გარანტიას, რომქვეყანაში იქნება სიმშვიდე.რაც შეეხება პაატა ბურჭულაძეს, მასზე სერიოზული საუბარი შეუძლებელია.დააკვირდით, რა ტიპის განცხადებებს აკეთებს. საერთოდ არალოგიკურია მისიმხრიდან გაჟღერებული მესიჯები. რამდენიმე დღის წინ, სოციალურ მედიაშიშემთხვევით ვნახე მისი ინტერვიუ ინგა გრიგოლიასთან. უყუროს ნორმალურმაადამიანმა ამას და ყველაფერი ცხადი გახდება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება