fbpx

კახა კალაძემ სამტრედიაში სოციალურად დაუცველ ოჯახს სახლი აჩუქა

ტრადიცია არც 2023 წელს დაარღვია და სამტრედიაში მცხოვრებ ჭაფოძეების სოციალურად დაუცველ ოჯახს სახლი შეუძინა. სიკეთე გადამდები აღმოჩნდა ბიზნესმენ ლევან თარგამაძისთვის, რომელმაც დღეს მამა ექვთიმეს (ჩაჩუა) 7 შვილიან ოჯახს საცხოვრებელი სახლი გადასცა.

კახა კალაძე – ,,მინდა ყველა სამტრედიელს მივულოცო შობა-ახალი წელი. მშვიდობიან და ბედნიერ საქართველოში ცხოვრება მინდა გისურვოთ. მიხარია, რომ ჩემს სამტრედიაში ბევრი სასიკეთო ცვლილებაა და ეს ბატონი დავით ბახტაძის დამსახურებაა. დღეს კიდევ ერთი ოჯახი გვინდა გავახაროთ და სახლი ვაჩუქოთ.”

,,უღრმესი მადლობა ბატონ კახი კალაძეს და დავით ბახტაძეს, რომლებმაც ჩემს ოჯახს უჩვეულოდ ბედნიერი შობა გაუთენეს. სიტყვებს ვერ ვპოულობ მადლიერების გამოსახატად, ” განაცხადა მაია პატარიძე-ჭაფოძემ.

დავით ბახტაძე-,,განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ კახა კალაძეს, რადგან უკვე რამდენიმე წლიან ტრადიციას არ არღვევს და ასეთ დიდ ქველმოქმედებას ეწევა. იგი მუდმივად ცდილობს შეუმსუბუქოს საყოფაცხოვრებო პირობები ისეთ ოჯახებს, რომლებსაც ეს ძალიან სჭირდებათ. სიკეთე ნამდვილად გადამდებია და ამის დასტურია ლევან თარგამაძის ქველმოქმედება. მადლობა ამ ადამიანებს ასეთი თანადგომისთვის. ყველად ბედნიერ შობას გისურვებთ.”

დღესვე ,სამტრედიელებს კახა კალაძემ გრანდიოზული კონცერტი აჩუქა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება