fbpx

კაცს, რომელსაც ნობელის პრემიას უნდა გადასცემდეს მსოფლიო, მისი აშენებული სამშობლოდან უპირებენ განდევნას?

მკაფიოდ უნდა ვთქვათ, რომ აღმაშფოთებელია ის გარემოება, რასაც ქართველი ნაცები და ევროლიბერასტები ლამობენ: სანქციები დაუწესონ კაცს, ქართული კულტურისა და პოლიტიკის ბრწყინვალე მესვეურს, ერის ქომაგსა და მეცენატს, მეოხს ავადმყოფთა და დავრდომილთა…
პიროვნებას, რომელმაც პროკრუსტეს სარეცელიდან ააყენა და სააკაშვილის მორგებიდან გამოიყვანა განწირული ერი…
ქართველი ერი და მსოფლიო კულტურული საზოგადოება მას, ბიძინა ივანიშვილს, ამ სრულიად უნიკალურ ფენომენს, ძეგლს უნდა უდგამდეს და ნობელის პრემიას გადასცემდეს ომით დანგრეულ, ოკუპირებულ ქვეყანაში მშვიდობის აღდგინებისთვის და ქვეყნის შიგნით საზოგადოებრივი შემწყნარებლობისთვის და ოპოზიციური ექსტრემიზმის ერთგვარი ჰუმანიზაციისთვის.
მას ნობელის პრემიას უნდა გადასცემდეს მსოფლიო საკუთარი სახსრებით ურიცხვი ეკლესია-მონასტრის, კულტურის კერების, მუზეუმების, კინოთეატრების, სკოლებისა და უნივერსიტეტების რეაბილიტაციისა და მშენებლობისთვის, ზოგადად, ისტორიული ცივილიზაციის დაცვისთვის.
ურიცხვი გაჭირვებულისთვის: ხელოვანისთვის, მეცნიერისთვის, საერო მოღვაწისთვის საარსებო სახსრის გაჩენისთვის, მრავალი მძიმე ავადმყოფის მკურნალობისთვის…
მას ქართველი ერი და მსოფლიო უნდა უდგამდეს ძეგლს და გადასცემდეს ნობელის პრემიას, როგორც უნიკალურ მოვლენას ქართველი ერის ისტორიაში მსოფლიოს მეცენატთა სივრცეში საქველო, კეთილშობილი, უანგარო საქმეებისთვის.
ესენი კი, ეს ევროლიბერასტები, ქართველი ნაციონალი ავაზაკების კარნახით, მისთვის საკუთარ სამშობლოში სანქციების დაწესებას ლამობენ, ძალადობენ, სამშობლოდან მის განდევნას ცდილობენ.
ეს არის ქართველი ერის, მისი კულტურის, მისი მორალური და ნებელობითი სახის წაშლა და შეურაცხყოფა. ეს არის ევროლიბერასტების ომის ფორმა ქართველთა ღირსების და მენტალობის წინააღმდეგ.


მე მეგონა, მეცნიერები ხმას ამოიღებდნენ ამაზე და თამაზ წივწივაძის საღამო საბაბი იქნებოდა პროტესტისთვის. სხვა რა დარჩა აკადემიის საქმედ, სააკაშვილმა უუფლებო პენსიონერთა პანთეონად რომ აქცია, გარდა სიტყვის და ხმის ამოღების…
განა ასე იქცეოდნენ არანაკლებ რთულ დროში XIX საუკუნის სწავლულნი, მწერალნი და მეცნიერნი (თუნდაც ივანე ჯავახიშვილი)?
ილია ჭავჭავაძემ და ხუთიოდე თითზე ჩამოსათვლელმა მწერალმა გადაარჩინა XIX საუკუნის საქართველო და დღესაც იმ ინერციით მოვდივართ.


კავშირის წევრი 1000 მწერალი დუმს დღეს და არიან რაღაც ქონების ნარჩენების ქირავნობა-გაქირავების და ფარატინა ქაღალდების ფრიალის გაწამაწიაში…
მარტო „ასავალ-დასავალისა“ და „საერთო გაზეთის“ და მხოლოდ მათი რამდენიმე ჟურნალისტისა და სამიოდე მწერლის ღაღადისი უშველის ქვეყანას? უმორალო უდაბნოს დუმილს და ციხის გამტეხთა ღალატის ფსიქოლოგიას?


ინდოევროპელებმა ჯერ კიდევ უძველეს შუა საუკუნეებში დროგებით გადაუარეს იბერიას აზიიდან ევროპამდე. კავკასიაში გადარჩენილ იბერებს ახლა, XXI საუკუნეში, თავიდან მოგვიბრუნდნენ, როგორც „ცივილიზებული“ კლონირებული ბარბაროსები.
მოგვიბრუნდნენ მორალზე მოძალადე მენტორებად და მენტალობის წასართმევად…
ისმის კითხვა: მაინცდამაინც რატომ უნდა იყოს ასპირანტი, ან ვიღაცის აბიტურიენტი უძველესი კულტურის, დამწერლობის, ანუ რუსთველის და ფარნავაზის ერი ვინმე ლიბერასტი ფსევდოდემოკრატი კოლონიალისტების მონა და მორჩილი?!
რაც ახლა ხდება, ეს არის ევროლიბერასტების მონღოლოიდური იერიში საქართველოზე…
ეს არის XXI საუკუნის კრწანისი თავისი მოღალატეებით, შიდა (ჩვენი „საკუთარი“) ბერძენიშვილ-ასატრიანცების და გარე _ ევროპარლამენტარი ვამპირი დეპუტატებით…
რა უნდათ, რას გვკარნახობენ? ანუ, შოთა რუსთველისა არ იყოს: „რა უთქვამთ, რა მოუჩმახავთ“, რა ჭორი მოუწერიათ?!
რას გვიწესებენ, რას გვიდგენენ ამ აღმაშფოთებელი დადგენილებით ევროპარლამენტარი ლიბერასტები?
რატომღაც ნაციონალი ექსტრემისტების ნარატივს რომ გვტენიან _ სააკაშვილების, გვარამიების და მათთანათა გათავისუფლების მოთოვნით?! რუსეთ-უკრაინის ომში ჩათრევას გვაძალებენ. ეს არის მათი პოლიტიკის ღია და ფარული ქვეტექსტი _ მათი ბარბაროსული ამოცანა.
ისინი, ევროპარლამენტარები, ამ დადგენილებით, საკუთარ ქვეყანაში ყოფნისთვის, ერის მკვდრეთით აღდგინებისთვის, ანუ სააკაშვილის ტირანიისგან გამოხსნისთვის, სანქციებს უწესებენ ივანიშვილს. ფაქტობრივად, სამშობლოდან ყრიან ავადმყოფთა და გაჭირვებულთა მეოხს, ერის ქომაგს, ისტორიული კულტურის აღმდგენს და ტაძართა აღმშენებელ კაცს?! ანუ, ევროპარლამენტარები ნაცისტი-ექსტრემისტების ნარატივს გვთავაზობენ საკუთარ თეზისებად. სად მივყავართ ევროპას _ სრულიად უმორალო ფსევდოსამართლებრივ სივრცეში? სრულიად დაუცველ გარემოში?


ევროპარლამენტარების დადგენილებით მკვეთრად გამოჩნდა, როგორ ებრძვიან ისინი აქ, ჩვენს ქვეყანაში პიროვნებათა ღირსებას და ჩვენს კონსტიტუციას, როგორ გავყავართ სამართლებრივი სივრციდან და როგორ თავხედურად გვაძალებენ ჯალათი ტერორისტების გათავისუფლებას პასუხისმგებლობისგან, ღიად გვიქადაგებენ ხელისუფლების ჩამოგდებას.
ჩვენ თუ ამას მოვითმენთ, მართლაც „ფურთხის ღირსი“ ვიქნებით.
როცა ევროპამ ნაციონალი ექსტრემისტების ნარატივი „თეზისების“ სახით შემოგვთავაზა, ეს იმის მაუწყებელია, რომ მიმდინარეობს მსოფლიოს ზნეობრივი და სამართლებრივი ნგრევის პროცესი.
ეტყობა, სახედაკარგულმა ევროპამ არ იცის, რა აკეთოს.
სად მივილტვით ჩვენ და რას გვაძლევს კანდიდატის სტატუსი, ანუ რის სანაცვლოდ უნდა მოგვეცეს იგი? _ სამართლის, სინდისის, ეროვნული მენტალობის თუ სახელმწიფოს დამოუკიდებლობის ხარჯზე?..
XXI საუკუნის ფატალური დრო ერთდროულად გვიქადის სახელმწიფოებრივი და მორალური სახის წაშლას…
უკრაინა-ზელენსკის ნაცისტური ჯგუფი პირდაპირ მონაწილეობს საქართველოს ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების „პროცედურის“ შექმნაში, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის ჩაშლაში…
ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ომი _ მისი დაყადაღება, მისი გაყვანა ევროპული სივრციდან, ერის ნგრევის და ქართული სახელმწიფოსთვის ნიადაგის გამოცლას გულისხმობს.
მან საკუთარი სამშობლოსთვის გააკეთა თითქმის შეუძლებელი _ საკუთარი სიცოცხლის, საკუთარი ოჯახის და მატერიალური სივრცის _ ხიფათის ხარჯზე.
სრულიად გაჩანაგებულ, ტერიტორიებდაკარგულ, დატერორებულ, სულიერი და კულტურული ნანგრევებიდან 8 წელიწადში ააწყო ქვეყანა და მისცა მშვიდობა.
ახლა ივანიშვილის ნაქველმოქმედარი, ნაქმნარი და ნაღვაწი ერთი წამით ვირტუალურად რომ მოვშალოთ და წავართვათ ამ ქვეყანას, აღმოვჩნდებით ცაში ჩამოკიდებული, გამომშრალი თევზებივით, სული რომ არ უდგას…
აქ ყოველი ტაძარი, ყოველი მუზეუმი, ყოველი ინსტიტუტი, ბაღები და შენობა-ნაგებობანი მისი მადლიანი ნიჭით, ხელით, მისი მამულიშვილური სულით არის დატვირთული და აღბეჭდილი.
არასოდეს, არც რომელიმე დროში და ქვეყანაში, არც რომელიმე მოღვაწეს და ქველმოქმედს, გინდა ბიზნესმენს და ოლიგარქს, არ უკეთებია ამდენი საერო და სახელწმიფო საქმენი, ყოველგვარი ანგარების გარეშე ჩუმად და უსიტყვოდ.
კაცმა რ იცოდა, ვინ აშენებდა XXI საუკუნის „სვეტიცხოველს“ _ სამების დიდებულ ტაძარს.
ეს გვიან გამოჩნდა, რომ ასე იყო და არის მისი ყოველი ნაღვაწი.
საქართველოსთვის ახალი ომის არიდება ყველაზე დიდი ნაღვაწია მისი. ამ უნიჭიერესი პოლიტიკური მოღვაწის სიბრძნეებმა და ირაკლი ღარიბაშვილის ქველობამ გადაარჩინა ქართველი ერი და სახელწმიფო კატასტროფისაგან.
აი, ამას ვერ გვპატიობენ.
აი, ამიტომ გვიწესებენ სანქციებს.
დაშლილი, დანგრეული, ქართა სათარეშო საქართველო ურჩევნია ყველას _ ეს კარგად გამოჩნდა საიდუმლო მაისის „იდებში“.
ამიტომ ყველა ჩვენთანგანი, ყველა ქართველი მოქალაქე მამულიშვილი, მით უფრო მწერალი და მეცნიერი, ვალდებულია, „მეხამრიდის“ ფუნქცია შეასრულოს, თორემ ჩვენი გადარჩენა XXI საუკუნეში არ იქნება ადვილი.


ჩვენ გამოვიარეთ სემიტური, ინდოევროპული, რომაული, სპარსულ-ოსმალური, მონღოლური, რუსული „ბომონების“ ეპოქა და ეპიდემიები.
მონებად არ ვქცეულვართ.
ახლა სულ სხვა „ბომონი“ და სფინქსი გამოგვიჩნდა ფსევდოდემოკრატიისა და ლიბერალიზმის „ნომრით“.
პათეტიურად ვიტყვი: არავითარი სხვა მოვალეობა და მისია არ გაგვაჩნია _ ყოველ ჩვენთაგანს, უბრალო პატრიოტ მოქალაქეს, გარდა სამშობლოს დაცვის და ერის მენტალობის ძლივს შეკოწიწებული სახელმწიფოებრიობის და დამოუკიდებლობის შენარჩუნების…


ევროპას ჩვენთვის არაერთხელ უთქვამს უარი.
მან უარი უთხრა სულხან-საბას.
უარი უთხრა ერეკლე II-ეს.
უარი უთხრა ჩვენს დემოკრატიულ რესპუბლიკას.
და შესაძლოა, ეს უარი კარგიც იყოს და მეტი თავისუფლება მოგვანიჭოს.

“საერთო გაზეთი”

კობა არაბული

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება