fbpx

კაცი, რომელიც ყველა ტრაგედიას შოუდ აქცევს – ჩიხლაძე გვარამიას პასუხობს

კაცი, რომელიც ყველა ტრაგედიას შოუდ აქცევს და რომლისთვისაც ადამიანის სიცოცხლეს და ტრაგედიას ღირებულება არ აქვს,- ასე ეხმაურება ტელეკომპანია „იმედის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი ირაკლი ჩიხლაძე „მთავარი არხის“ დამფუძნებელს ნიკა გვარამიას სოციალურ ქსელში.

„კაცი, რომელიც ყველა ტრაგედიას შოუდ აქცევს და რომლისთვისაც ადამიანის სიცოცხლეს და ტრაგედიას ღირებულება არ აქვს, ამ მძიმე კონტექსტშიც იმედზე ბოდავს და ისევ ჩვენს დისკრედიტაციას ცდილობს, იქეთ დისკრედიტებული და ჯამბაზი … ქრონიკას ეს უმძიმესი ამბავი არ გადაუღია! ჩვენ ადამიანები ვართ და არა მთავარი მავნებლები მისგან განსხვავებით“,- წერს ირაკლი ჩიხლაძე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება