fbpx

კატუკია ზურაბიშვილის მეგობარი და საფრანგეთის ელჩის თანამდებობაზე მისი გადაწყვეტილებით დაინიშნა

თეა კატუკიას მიმართ პატივისცემის მიუხედავად, გეტყვით, რომ ის მის თანამდებობას არ შეესაბამებოდა და ამიტომ გაიწვიეს – კატუკია საგარეო საქმეთა სამინისტროს კარიერული წარმომადგენელი არ იყო, ის იყო სალომე აღნიშნული განცხადება “ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ, საფრანგეთში საქართველოს ყოფილ ელჩთან დაკავშირებით გააკეთა.

ზარქუას თქმით, „ისე აღმოჩნდა, რომ ევროინტეგრაციის გზაზე კატუკიას უნარ-ჩვევები, ხედვა და გამოცდილება არ ჰქონდა“.

„საფრანგეთის საელჩოში, გუნდში, შიგნით სავარაუდოდ გარკვეული გაუცხოება ჰქონდა და გამოიწვიეს. ის, რომ მნიშვნელოვან პოზიციებზე არაკომპეტენტური კადრები არ უნდა დაინიშნონ, სწორედ ამიტომ საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მივმართეთ, რომ კომპეტენციები გაიმიჯნოს – ვის რისი უფლება აქვს“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება