fbpx

კატეგორიულად მოვითხოვთ მოხდეს ლაივსიგნალის გათიშვა, წინააღმდეგ შემთხვევაში სახელმწიფო გამოიყენებს კანონმდებლობით არსებულ ყველა ბერკეტს-კახა საბანაძე

შსს მედიასაშუალებებს მოუწოდებს პირდაპირი ეთერის სიგნალის გათიშვისკენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი კანონით დადგენილი ნორმების ფარგლებში იმოქმედებს, – ამის შესახებ შს მინისტრის პირველმა მოადგილემ კახა საბანაძემ ბრიფინგზე განაცადა.

“ზუგდიდში მძევლად არიან აყვანილი ჩვენი მოქალაქეები. შსს-მ შეტყობინებისთანავე დაიწყო გამოძიება და ტარდება გადაუდებელი ოპერატიული სამძებრო ღონისძიებები. შსს აკეთებს მაქსიმუმს, რათა მძევლადაყვანილი მოქალაქეების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება იყოს მაქსიმალურად დაცული და დროულად მოხდეს მათი გათავისუფლება. სამწუხაროდ, დაფიქსირდა შემთხვევები, როცა რამდენიმე მედიასაშუალებამ პირდაპირ ეთერში ჩართო დამნაშავე, რაც პირდაპირ საფრთხეს უქმნის სამართალდამცავი სტრუქტურების ქმედებას და ღონისძიების წარმართვის ეფექტიანობას.

ყველა მედიასაშუალებას, მათ შორის მობილური ოპერატორებისგან მოვითხოვთ კატეგორიულად, მძევლების, სამართალდამაცავებისა და მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ასევე საპოლიციო ღონისძიებების ეფექტიანად წარმართვის მიზნით, მოხდეს ლაივსიგნალის გათიშვა, შეზღუდვა, წინააღმდეგ შემთხვევაში, სახელმწიფო იტოვებს უფლებას, გამოიყენოს კანონმდებლობით არსებული ყველა ბერკეტი, რათა მოხდეს აღნიშნულის უზრუნველყოფა. მაქსიმუმს გავაკეთებ იმისთვის, რომ ეს მძიმე შემთხვევა დამთავრდეს მშვიდობით და დაცული იყოს თითოეული მოქალაქის, საზოგადოების წევრის და პოლიციელის უსაფრთხოება”, – განაცხადა შს მინისტრის პირველმა მოადგილემ კახა საბანაძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება