fbpx

კასპის რაიონის სოფელ მიქელწყაროში, ერთ-ერთ ოჯახში, განთავსებულ ბოსელში მგელს შუფარებია თავი.

გუშინ, კასპის რაიონის სოფელ მიქელწყაროში, ერთ-ერთ ოჯახში, დილით აღმოაჩინეს, რომ ეზოს ბოლოში განთავსებულ ბოსელში მგელს შუფარებია თავი.

ერთ-ერთ კუთხეში ცარიელი აბაზანა მდგარა და მგელი შიგ ჩაწოლილი ნახეს.

მიქელწყაროში მცხოვრებმა თამაზ ისავმა „პრაიტაიმთან“ თქვა, რომ მგელი საკმაოდ დაუძლურებული იყო და ფეხზე ვერ დგებოდა.

ოჯახმა გამოიძახა პოლიცია და გარემოს დამცველები, დარეკეს თავშესაფრებშიც. თუმცა, თამაზ ისაევის თქმით, მტაცებელი არ წაუყვანიათ და ადგილზე დატოვეს.

რა ბედი ეწევა მგელს, რომელმაც თავი ადამიანების სიახლოვეს შეაფარა, ჯერჯერობით გაურკვეველია.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება