„კასპერსკის ლაბორატორია“ წარმოადგენს საგანგებო სიტუაციების ანალიზის ინტელექტუალურ სისტემას
თბილისი, 5 აგვისტო. „კასპერსკის ლაბორატორიამ“ შეიმუშავა საგანგებო სიტუაციების ანალიზის სისტემა Kaspersky Neural Networks, რომელიც გამოდგება ბუნებრივი კატასტროფების დროს, მასობრივი ღონისძიებებისას ხალხის სიმრავლის დროს, მეგაპოლისებში, გზებზე რთული მოძრაობისას. მონაცემთა ანალიზი ხდება რეალურ დროში უპილოტო მფრინავი აპარატიდან ნეირონული ქსელების გამოყენებით.
კომპანიის ექსპერტები აღნიშნავენ, რომ Kaspersky Neural Networks შექმნილია სამი ძირითადი ამოცანის გადასაჭრელად: ძნელად მისადგომ ადგილებში უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანების, ცხოველების და საგნების (მაგალითად, წყალდიდობის შედეგად დატბორილი სახლების) ძებნა; დაზიანების შეფასება საგანგებო სიტუაციების შემთხვევაში ჰაერიდან გადაღებული ფოტოების გამოყენებით; გეოდეზიური, კარტოგრაფიული და საკადასტრო საქმიანობის განსახორციელებლად, ასევე საგზაო მოძრაობის ორგანიზებისთვის საჭირო მონაცემების ანალიზი. Kaspersky Neural Networks უკვე დამონტაჟებულია უპილოტო მოწყობილობაზე “ალბატროსი M5” და სამრეწველო კვადროკოპტერზე “ალბატროსი D1”.
სისტემის შემუშავებისას ექსპერტებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს შეზღუდული ხილვადობის პირობებში მცირე ზომის საგნების გამოვლენის ტექნოლოგიებს. მაგალითად, სტიქიური უბედურებების დროს, ხშირად პრობლემა ხდება არა მხოლოდ დატბორილი შენობების პოვნა, არამედ საცხოვრებელი კორპუსების იდენტიფიცირებაც, ასევე დატბორილ უბნებში ობიექტების კონცენტრაციის განსაზღვრა.
ავტოსწავლების ტექნოლოგიების გამოყენება გამოსახულების დამუშავებისთვის უზრუნველყოფს მყისიერ რეაგირებას ობიექტების ანალიზისას. მაგალითად, Kaspersky Neural Networks ერთ-ერთ ტესტში ათასობით მაღალი დაშვებულობის სურათი დამუშავდა რამდენიმე წუთში ნოუთბუქზე იმ პირობებში, როც იყო უხეში რელიეფი და მოწყობილობის შეზღუდული გამოთვლითი სიმძლავრე.
„კასპერსკის ლაბორატორიის“ ნეირონულ ქსელებს შეუძლიათ მეტი ისწავლონ, ყოველ ჯერზე გააუმჯობესონ შედეგები. გამოსავალი აპრობირებულია ათიათასობით სურათზე და შეუძლია ადამიანების, სახლების, მანქანების, ცხოველების და სხვა საგნების ამოცნობა და კლასიფიკაცია ჯგუფების მიხედვით. ამავდროულად, მონაცემთა დამუშავება შეიძლება განხორციელდეს როგორც უპილოტო საფრენი აპარატის ბორტზე, მაგალითად, M- სერიის “ალბატროსის” უპილოტო აპარატზე, ასევე სერვერზე ან ნოუთბუქზე ფრენის დასრულებისას.
„ჩვენი ნეირონები საშუალებას გვაძლევენ სწრაფად მივაღწიოთ მაღალი ხარისხის შედეგებს დიდი რაოდენობით მონაცემების დამუშავებისას. დეტალები და მახასიათებლები, რომელთა ამოცნობაც შესაძლებელია მხოლოდ ნეირონების საშუალებით, ხდება ობიექტის იდენტიფიკაციის გამომწვევი ფაქტორი, ” – მოგვითხრობს ვლადიმერ კლეშნინი, Kaspersky Neural Networks განვითარების ხელმძღვანელი. — სისტემის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ მას შეუძლია რეალურ დროში ჰაერში არსებული რამდენიმე თვითმფრინავის ბორტზე მონაცემების დამუშავება და მათი დემონსტრირება ერთ ვებ- ინტერფეისში მრავალი ოპერატორისთვის. ეს საშუალებას იძლევა მნიშვნელოვნად გაიზარდოს ინციდენტზე რეაქციის სიჩქარე“.
სისტემის შემქმნელთა აზრით, ეს აქტუალური იქნება საგანგებო სიტუაციების სამინისტროსა და საძიებო- სამაშველო ჯგუფებისათვის, ისევე როგორც მსხვილი სამრეწველო საწარმოებისა და მოძრაობის კონტროლისთვის.