fbpx

აცრა ადამიანებს იცავს სიკვდილისგან-ირაკლი ღარიბაშვილი

ირკლი ღარიბაშვილი-რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ვაქცინაციის წარმატებით ჩატარება. მე მინდა, ვთხოვო ჩვენს მოქალაქეებს, ყველამ კარგად გავითავისოთ და გამოვიჩინოთ მაღალი მოქალაქეობრივი შეგნება და პასუხისმგებლობა ჩვენი ქვეყნის წინაშე. ერთ-ერთი ყველაზე მთავარი არგუმენტი, რომლის საპირისპირო კონტრარგუმენტიც უბრალოდ არ არსებობს, არის შემდეგი, რომ აცრა ადამიანებს იცავს სიკვდილისგან. რამდენიმე მაგალითი არსებობს იმისა, რომ აცრილი ადამიანი შეიძლება დაინფიცირდეს, მაგრამ გარდაცვალება არის აბსოლუტურად გამორიცხული, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე მაგალითს მსოფლიოში“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერ-მინისტრმა, არჩევნების მოახლოებასთან დაკავშირებით, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ცესკოსა და საარჩევნო კომისიების წევრთა ვაქცინაციის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ ხელისუფლების ამოცანაა გამჭვირვალე, თავისუფალი და კოვიდუსაფრთხო არჩევნების ჩატარება.

„ვუახლოვდებით არჩევნებს, შევდივართ აქტიურ ფაზაში. გუშინ მე გავაჟღერე ინიციატივა, რომელიც ეხება ცესკოს თანამშრომლების ვაქცინაციას. ჩვენ ამის შეთავაზებას გავაკეთებთ ოფიციალურად, უახლოეს დღეებში ექნებათ მინისტრს და ჩვენს კოლეგებს შეხვედრა ცესკოს ხელმძღვანელობასთან. ჩვენი ამოცანა უნდა იყოს კოვიდუსაფრთხო არჩევნების ჩატარება. ჩვენ შეგვიძლია განსაკუთრებული, მაღალი სტანდარტი ვაჩვენოთ – ერთის მხრივ, რა თქმა უნდა, ჩავატაროთ თავისუფალი, გამჭვირვალე არჩევნები, მეორეს მხრივ, ეს უნდა იყოს კოვიდუსაფრთხო არჩევნები, რაც გულისხმობს იმას, რომ ცესკოს და საარჩევნო კომისიების ყველა წევრი შეიძლება იყოს ვაქცინირებული, აცრილი, ჩვენი კანდიდატებიდან, სხვა პარტიების კანდიდატებს მინდა მოვუწოდო, რომ ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში იმისთვის, რომ უსაფრთხოდ ჩავატაროთ საარჩევნო კამპანია“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება