“კარფურის” გენერალური დირექტორი: „რიბეითებს“, ანუ ფასდათმობას ვიყენებთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება შევამციროთ პროდუქციის ფასი, რათა გავხადოთ ჩვენი მომხამრებლისთვის ხელმისაწვდომი

ჩვენი კომერციული პირობები ძირითადად შედგება „რიბეითისგან“, რომელიც ცნობილია, როგორც „ქეშბექი“ – ეს არის ფასდათმობა. ფასდათმობა არსებობს ორი სახის: ეს შეიძლება აისახოს უშუალოდ პროდუქციის თვითღირებულებაში, ან ეს არ აისახება პროდუქციის თვითღირებულებაში და წარმოჩნდება მოგება-ზარალის უწყისში ცალკე ხაზად,  – განაცხადა კომპანია „კარფურის“ გენერალურმა დირექტორმა, დავით ქარქაშაძემ, პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე.

მისი თქმით, დღესდღეობით, საქართველოში მოქმედებს ფორმატი, როდესაც ფასდათმობა უშუალოდ პროდუქციის თვითღირებულებაში არ აისახება. მან ასევე განმარტა საცალო ვაჭრობაში არსებული „რიბეითის“ ორგვარი დანიშნულება.

„დღესდღეობით, საქართველოში მოქმედებს ფორმატი, როდესაც ფასდათმობა უშუალოდ პროდუქციის თვითღირებულებაში არ აისახება. ჩვენს შემთხვევაში და ზოგადად, „რითეილში”, „რიბეითს” აქვს ორი დანიშნულება. ორი სახეობაა „რიბეითის”: ერთი ასახავს იმ სერვისს, რომელსაც „რითეილერი” უწევს მწარმოებლებს ან დისტრუბუტორებს და ეს სერვისი შეიძლება იყოს პროდუქციის განთავსებაში თაროზე, ასორტიმენტის მართვაში, პროდუქციის რეკლამირებაში, ბრენდის წარმოჩენაში და ა.შ. – ეს არის ერთი ტიპის სერვისი და „რიბეითების” ერთი ტიპის ჯგუფი. „რიბეითების” მეორე ჯგუფი დაკავშირებულია რაოდენობაზე, მოცულობის ზრდაზე, რასაც ჩვენ პროგრესულ „რიბეითებს” ვეძახით და მიიღწევა მწარმოებელთან გარკვეული მოცულობის მიღწევის შემთხვევაში,“ – აღნიშნა ქარქაშაძემ.

„კარფურის“ გენერალური დირექტორის თქმით, „რიბეითს“ იყენებენ პროდუქციის ფასის შემცირებისთვის.“

მისივე განცხადებით, მომხმარებლის ინტერესების მაქსიმალურად დაცვისთვის, კომპანიას აქვს ძირითადი მოხმარების პროდუქტების კალათა, რომელში შემავალ პროდუქციაზეც მუდმივად კონტროლდება ფასები.

„„რიბეითები“, ერთი მხრივ, წარმოადგენს ჩვენს სერვისს, რომელსაც ვუწევთ მომწოდებლებს, დისტრიბუტორებს და მწარმოებლებს – ეს ძალიან მნიშვნელოვანი სერვისებია პროდუქციის წარმოჩენისთვის და რეალიზაციისთვის. ამავდროულად, „რიბეითებს“ ვიყენებთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება შევამციროთ პროდუქციის ფასი, რათა ის გავხადოთ ჩვენი მომხამრებლისთვის ხელმისაწვდომი. კარფურისთვის ეს არის მთავარი ფილოსოფია, რაოდენობაზე, მასშტაბირებაზე გათვლილი ბიზნეს-მოდელი და შესაბამისად, 80% ამ რიბეითის უშუალოდ მიდის თაროს ფასის შემცირებაზე, რათა გავხადოთ პროდუქცია ხელმისაწვდომი მომხმარებლისთვის.

ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ასორტიმენტი გვაქვს ქვეყანაში წარმოდგენილი – 40 ათას ერთეულამდე – იმ თვალსაზრისით, რომ მაქსიმალურად დავიცვათ მომხმარებლის ინტერესები, გამოყოფილი გვაქვს სრული პორტფელიდან ულტრა-სენსიტიური და სენსიტიური კალათა. ესენია ძირითადად ყველაზე სწრაფად მოხმარებადი და ყველაზე მოთხოვნადი პროდუქცია, რომელზეც მუდმივად გვაქვს კონტროლი ფასებთან მიმართებით, რათა ეს პროდუქცია იყოს ხელმისაწვდომი მომხმარებლისთვის. ეს პროდუქციაა: შაქარი, ზეთი, წიწიბურა, პური, ბრინჯი და მსგავსი ტიპის პროდუქცია,“ – განაცხადა დავით ქარქაშაძემ.

„კარფურის“ გენერალური დირექტორი: საქონლის წარმოჩენის გარკვეულ საფასურს, ცხადია, იხდის დისტრიბუტორი და მწარმოებელი, რადგანაც, ეს არის ბიზნესი, რომელიც გულისხმობს საქონლის რეალიზაციას

უშუალოდ ჩვენს მომწოდებლებთან, ვინც ახდენს ამ პროდუქციის დისტრიბუციას და როგორც წესი, პროდუქციას ჩვენ ვიღებთ დისტრიბუტორისგან – მაქსიმალურად ვცდილობთ ერთობლივად, რომ ამ პროდუქციაზე მივიღოთ კომერციული პირობა, –  განაცხადა „კარფურის“ გენერალურმა დირექტორმა, დავით ქარქაშაძემ, ფასების რეგულირების მექანიზმზე საუბრისას, პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე.

ქარქაშაძის თქმით, გარკვეულ პროდუქციაზე „კარფურს“ აქვს 2-3 პროცენტიანი მარჟა და არის შემთხვევები, როდესაც ამ პროდუქციაზე მარჟას საერთოდ არ ადებენ.

„იმავდროულად, ჩვენმა დისტრიბუტორმა იცის ჩვენი მიდგომა პროდუქციასთან მიმართებით, რომ მათზე, ხშირ შემთხვევაში, გვაქვს 2-3 % მარჟა და არის შემთხვევები, როდესაც საერთოდ არ ვადებთ ამ პროდუქციაზე მარჟას.

საქონლის წარმოჩენის გარკვეულ საფასურს, ცხადია, იხდის დისტრიბუტორი და მწარმოებელი, რადგანაც, ეს არის ბიზნესი, რომელიც გულისხმობს საქონლის რეალიზაციას,“ – განაცხადა ქარქაშაძემ.

მისივე თქმით, საცალო ქსელების ოპერატორისთვის, ყველაზე დიდი ტვირთია, როდესაც პროდუქცია არ იყიდება და თაროზე დიდხანს დევს, ამიტომ, საქონლის რეალიზაციით ყველაზე მეტად დაინტერესებული სწორედ „რითეილერია“.


„ყველაზე დიდი ტვირთია რითეილერისთვის, როდესაც პროდუქცია არ იყიდება და თაროზე არის გაჩერებული დიდი ხნით – ეს არის ყველაზე მძიმე მოცემულობა, ამიტომ, ამ შემთხვევაში, მწარმოებელი დისტრიბურორი და რითეილერი ხშირად ახსენეთ და ამ ჯაჭვში, ამ სამ მოთამაშეს შორის, ყველაზე დიდი ინტერესი იმანენტურად, რომ საქონლის რეალიზაცია და გაყიდვა თაროდან, აქვს რითეილერს, ვინც ახდენს რეალიზაციას,“ – აღნიშნა დავით ქარქაშაძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება