fbpx

კარლ ჰარცელი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კახეთს ესტუმრა

2020 წლის 25-26 ივნისს, კარლ ჰარცელი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში, ესტუმრა კახეთს რეგიონის ეკონომიკური განვითარების, ადამიანის უფლებების, სამოქალაქო საზოგადოების, გარემოს დაცვის, ენერგოეფექტურობის, სოფლის მეურნეობისა და სხვა სფეროებისთვის ევროკავშირის მხარდაჭერით განხორციელებული პროექტების მოსანახულებლად. – ამის შესახებ ინფორმაციას, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში ავრცელებს.

whatsapp sharing button

“პირველი პროექტი, რომელიც მან მოინახულა იყო თელავის „სმენისა და მეტყველების სახლი“, რომელიც სმენისა და მეტყველების პრობლემების მქონე ბავშვებსა და მოზარდებს ემსახურება, ევროკავშირის პროექტის “თანაბარი შესაძლებლობები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის – სოფლად სოციალური მომსახურების მომწოდებელთა მხარდაჭერა“ ფარგლებში უზრუნველყოფილი გრანტის დახმარებით შეიქმნა.

ევროკავშირის მდგრადი ენერგიის კვირეულის ფარგლებში ელჩმა მოინახულა ევროკავშირის ენერგოეფექტურობის ჯილდოს მფლობელი ორი პროექტი თელავის მუნიციპალიტეტის „მერების შეთანხმების“ პროექტის ფარგლებში მიმდინარე იყალთოს საბავშვო ბაღის ენერგოეფექტური რეაბილიტაცია და მეღვინეობა „შილდა“, რომელმაც ევროკავშირის მხარდაჭერით შეიძინა ენერგოეფექტური წარმოებისთვის საჭირო აღჭურვილობა

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება