fbpx

კარგად დავფიქრდეთ ვის და რატომ აწყობს არეულობა საქართველოში-ლევან ნიკოლეიშვილი

ლევან ნიკოლეიშვილი: ადვოკატებად სახეშეცვლილები, რეალურად კი სააკაშვილთან მჭიდრო კოორდინაციაში მყოფი პირები, პროდასავლურობაზე და დემოკრატიაზე რომ გაჰკივიან, რეალურად კი ყველაფერს აკეთებენ სახელმწიფოს იმიჯის შესარყევად „კარგად დავფიქრდეთ ვის და რატომ აწყობს არეულობა საქართველოში, ხოლო სად აურევენ ჯერ და სად გააგრძელებენ მერე, ამას უკვე დიდი მნიშვნელობა არ აქვს მათთვის“- ასე გამოეხმაურა ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ზურაბ ქადაგიძის ვრცელ პოსტს სასამართლოში მიმდინარე პროცესების შესახებ. „ვითომ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, შემდგომში უფლებადამცველებად და ადვოკატებად სახეშეცვლილები, რეალურად კი სააკაშვილთან მჭიდრო კოორდინაციაში მყოფი პირები, მანამდე კი ნაც-რადიკალების აქციებზე აქტიურად გამომსვლელები- აი, ესენი არიან სწორედ ისინი, ერთმხრივ პროდასავლურობაზე და დემოკრატიაზე რომ გაჰკივიან მუდმივად, რეალურად კი ყველაფერს აკეთებენ სახელმწიფოს იმიჯის შესარყევად, იქნებ და რამენაირად ქაოსის და არეულობის მოსაწყობად. კარგად დავფიქრდეთ, ვის და რატომ აწყობს არეულობა საქართველოში, ხოლო სად აურევენ ჯერ და სად გააგრძელებენ მერე, ამას უკვე დიდი მნიშვნელობა არ აქვს მათთვის. ოღონდ ერთ რამეს ვერ ითვალისწინებენ ვერასოდეს, რომ ხალხს არც სჯერა მათი და არც უყვართ, მიზეზი კი მარტივია, ყველა ხვდება ვის წისქვილზე ასხამენ წყალს!“- წერს ნიკოლეიშვილი Facebook-ზე

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება