fbpx

კანდელაკის სახლში საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ

გორის შს სამმართველოს თანამშრომლები სოფელ ვარიანში, მსოფლიო ჩემპიონის, გიორგი კანდელაკის სახლში იმყოფებიან.
კანდელაკის სახლში შს სამინისტროს წარმომადგენლები საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ. წინასწარი ინფორმაციით, დაკითხვა წუხანდელ ინციდენტს უკავშირდება, რომელიც გიორგი კანდელაკის რესტორანში მოხდა.

ერთ-ერთი ინფორმაციით, გიორგი კანდელაკის შვილმა თარაშ კანდელაკმა გორში, მამის რესტორანში, 18 წლის ახალგაზრდა სასტიკად სცემა.
18 წლის ბიჭს აქვს თავის ქალაქს მძიმე ტრამვა, გატეხილი აქვს სახის ძვლების დიდი ნაწილი, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა

გაუზიარე!

Shares