fbpx

იცოდეთ, იამაყებთ ჩვენი ქვეყნის პრემიერ-მინისტრით!

“ვფიქრობდი დამეწერა თუ არა, მერე მივხვდი, რომ ვალდებული ვარ საზოგადოებას ავუხსნა ვინ არის ჩვენი პრემიერ-მინისტრი! ქართველი, უზომოდ პატრიოტი, რაჭველი კაცია, რომელსაც ძალიან უყვარს სამშობლო! იგი არის გამორჩეული მენეჯერი და პროფესიონალი უწყებების მართვაში! ბატონმა ბიძინა დააფუძნა ჩვენი პარტია და ირაკლი კობახიძემ პარტიად აქცია!!!
როდესაც ის პარტიის აღმასრულებელ მდივნად დაინიშნა, არცერთი სამსახური არ ფუნქციონირებდა, უფრო მეტიც, რეგიონებში დაპირისპირებები იყო. მაგალითად, წყალტუბოში 4 ჯგუფი ცალ-ცალკე მოქმედებდა და საკუთარ თავებს ოცნების პარტიულ ორგანიზაციებს უწოდებდნენ! ირაკლი კობახიძემ გააერთიანა ქართული ოცნების ყველა მხარდამჭერი, შექმნა ძლიერი პარტიული სისტემა, სამსახურები, მენეჯმენტი, სუბორდინაცია, რომელიც დაფუძნებულია გუნდური პრინციპით! ბიძინა ივანიშვილის ყველა ჯარისკაცი ერთად შეგვკრიბა! იცოდეთ, იამაყებთ ჩვენი ქვეყნის პრემიერ-მინისტრით!!!! ვიცი, ვიცნობ და მალე თქვენც გაიცნობთ! “4️⃣1️⃣🙏🏻

წერს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიტო სამხარაძე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება